სახლის პირობებში ხორცისა თუ ბოსტნეულის არომატული გემოებით მომზადებისთვის სახლის გრილი იდეალური ვარიანტია. მოწყობილობა გამოყენების შემდეგ არ ტოვებს ძლიერ მძაფრს სუნს და უსაფრთხოა დახურული სივრცისთვისაც. VELI.store-ზე სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიაში ონლაინ შეგიძლია აღმოაჩინო სახლის გრილები და ისეთი ბრენდები, როგორებიცაა:
შეუკვეთე სასურველი ელექტრო გრილი ველიზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე სახლის გრილი ონლაინ
როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეს მარტივად ერგება Russell Hobbs-ის ბრენდის გრილი. მოწყობილობის ზედაპირი არ იკრავს და ტემპერატურა მასზე თანაბრად ნაწილდება. პროდუქტს ტემპერატურის 5 დონე აქვს, ხოლო სითბოს კონტროლს კორპუსზე მიმაგრებული თერმომეტრი უზრუნველყოფს. თერმოიზოლირებული სახელურები კერძების მზადებისას ხელებს დაწვისგან იცავს. გრილის დიდი მოცულობიდან გამომდინარე ერთდროულად 15 პორციის მომზადებაა შესაძლებელი.
ბურგერის, თევზის, სტეიკის სოსისის, ქათმისა თუ ბეკონის მომზადებაში, 7 სხვადასხვა რეჟიმით, Sencor-ის სახლის მექანიკური გრილი დაგეხმარება. მოწყობილობის ზედაპირზე განთავსებული LCD ეკრანი და ავტომატური სენსორები ტემპერატურის ცვლილებას კერძების ტიპის მიხედვით უზრუნველყოფენ. გრილი შეგიძლია გამოიყენო როგორც დახურული, ასევე 900 და 1800 გახსნილი პოზიციით. ხორცის შეწვისას კი ცხიმი საწვეთურის დახმარებით სპეციალურ კონტეინერში ჩაედინება და პროდუქტებზე არ რჩება.
მულტიფუნქციური სახლის გრილი ველიზე
ბარბექიუს, გრილისა და ღუმელის ფუნქციით სამზარეულოში შეგიძლია გამოიყენო ANEO-ს ელექტრო გრილი. მოწყობილობის მაღალი სიმძლავრიდან (2000 W) გამომდინარე ზედაპირი სწრაფად ცხელდება და ინგრედიენტებიც მარტივად მზადდება. ჭკვიანი ტექნოლოგიის დახმარებით საჭიროებისამებრ აქტიურდება გადახურებისგან დამცავი რეჟიმი და ავტომატური გათიშვის ფუნქცია. მოწყობილობა აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო ფიქსატორებით და თან მოყვება პლასტმასისგან დამზადებული ცხიმის საწვეთურებიც.
აღმოაჩინე ველიზე ტოსტერები და სენდვიჩის აპარატები ველის ციფრულ თაროებზე. შეარჩიე ტაფა გრილი და სხვა მულტიფუნქციური მოწყობილობები სახლიდან გაუსვლელად, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი თბილისის ნებისმიერ მისამართზე 3 საათში.