სამზარეულოს კომფორტული და თანამედროვე მოწყობისთვის საჭირო ტექნიკა VELI.store-ზე დაგხვდება. აქ, Bosch-ის კატეგორიაში, სხვადასხვა მახასიათებლებისა და დიზაინი მიხედვით შეგიძლია აღმოაჩინო ჩასაშენებელი ღუმელები და გამწოვები.
ბოშის ჩასაშენებელი ღუმელი
ინოვაციურ ტექნოლოგიებს აერთიანებს ბოშის ჩასაშენებელი ღუმელი HSG7361B1. მოწყობილობის მოცულობა 71 ლიტრია, რაც საკმარისია საშუალო და დიდი ზომის კერძების მომზადებისთვის. დაბალცხიმიანი საკვების მომზადებას უზრუნველყოფს ორთქლის ფუნქცია Plus, რომელიც 120°C-მდე მუშაობს. TFT-Touchdisplay Pro-ს დახმარებით შესაძლებელია მოწყობილობის მარტივი მართვა სენსორული ეკრანის მეშვეობით. ღუმელს ჭუჭყისა და ნარჩენებისგან იცავს EcoClean Direct ავტომატური თვითწმენდის სისტემა.
შედარებით ბიუჯეტურ ფასად ველიზე შეგხვდება Bosch-ის HBF011BR0T ჩასაშენებელი ღუმელი, რომელიც მოცულობით 66 ლიტრია. 3D Hotair რეჟიმის წყალობით კი ღუმელში სითბო თანაბრად ნაწილდება. მოწყობილობას აქვს მართვის მექანიკური პანელი.
შეარჩიე სამზარეულოს გამწოვი ველიზე
კუნძულოვანი ტიპის სამზარეულოსთვის მოსახერხებელი ვერსიაა ბოშის სამზარეულოს გამწოვი DIB97IM50. 438 მ³/სთ წარმადობით, ეს Bosch-ის მოდელი უმკლავდება ყველაზე ინტენსიური მზადების დროს წარმოქმნილ ორთქლსაც კი. A ენერგოეფექტურობის კლასი კი მის ეკონომიურობაზე მიუთითებს.
ველიზე ფასდაკლებით აღმოაჩენ Bosch-ის DFT63CA20Q სამზარეულოს გამწოვს, რომელსაც 4 განსხვავებული სიჩქარის რეჟიმი აქვს. 368 მ³/სთ წარმადობის საშუალებით სივრციდან ეფექტურად ცილდება სუნი და ცხიმი. უჟანგავი ფოლადის წყალობით კი გამწოვს თანამედროვე დიზაინი აქვს და დიდხანს ძლებს. აღმოაჩინე სამზარეულოს ტექნიკა ველიზე, შეარჩიე ბოშის სამზარეულოს გამწოვი თუ ღუმელი სახლიდან გაუსვლელად, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.