შინაური ცხოველების მოვლა ყველას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, ვისაც სახლში ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. ველიზე შენი ძაღლისთვის, კატებისთვის, ფრინველებისა და მღრღნელებისთვის საკვებისა და სხვადასხვა აქსესუარის აღმოჩენა შეგიძლია.
აღმოაჩინე სპეციალური საკვები შინაური ცხოველებისთვის
შენი შინაური ცხოველების ზრდა-განვითარების პროცესი რომ ჯანსაღად წარიმართოს, სასურველია მათ საკვები საჭიროებების მიხედვით შეურჩიო. მაგალითად, ზრდის პროცესში, შესაძლოა ცხოველს საკვები დანამატები დასჭირდეს, რომ ვიტამინების დეფიციტისა და სხვა საშიშროებების საფრთხე აღმოიფხვრას.
საკვები ძაღლისათვის
თუკი შენი ძაღლისათვის მშრალ საკვებს ეძებ, შესაძლოა Advance, 12 კგ. ზრდასრული ძაღლის მშრალი საკვები საინტერესო აღმოჩნდეს. საკვები განკუთვნილია მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის მქონე ძაღლისათვის. აქვს ქათმისა და ბრინჯის შემადგენლობა.
Advance საერთაშორისო ბრენდია, რომელიც ცნობილია შინაური ცხოველებისათვის მშრალი საკვების წარმოებით. ველიზე advance-ს პროდუქტები ცხოველის ჯიშის მიხედვითაც კი შეგიძლია შეარჩიო.
მშრალ საკვებთან ერთად, შეგიძლია შენი ძაღლისათვის სველი საკვებიც ონლაინ აღმოაჩინო. ველიზე ასევე დამატებით საკვებსაც იპოვი, რომელსაც საკვებთან ერთად გასართობის ფუნქცია და განსაკუთრებული ფორმაც აქვს - სასუსნაოს სახით.
კატის საკვები
კატებისათვის თევზეულის არომატი განსაკუთრებით მადისაღმძვრელი და სასიამოვნოა. ველიზე Applaws, 156 გრ. სველი საკვები კატებისთვის, თინუსითა და ორაგულით შეგხვდება. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია და დანამატებს არ შეიცავს.
თუკი კატის საკვებს უფრო დიდი მოცულობით ეძებ, კატის მშრალი საკვები გამოგადგება. მშრალ საკვებს ის უპირატესობა აქვს, რომ უფრო დიდხანს ინახება და მოსამარაგებლად საუკეთესო ვარიანტია, იმ შემთხვევაშიც, როცა შენს ოთხფეხა მეგობართან ერთად ქალაქგარეთ და სამოგზაუროდ მიდიხარ.
ველიზე კატისათვის ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს შეხვდები, რაც შენს კატაზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებს, შენაძენს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
საკვები სხვა შინაური ცხოველებისათვის
თუ სახლში კურდღელი ან ზაზუნა გყავს, გეცოდინება, რომ მათ განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. ველიზე მღრღნელების საკვების დიდი არჩევანი დაგხვდება, შენი შინაური ცხოველისთვის სასურველის შერჩევას კი იოლად შეძლებ.
VELI.store-ზე საკვებს შენი ფრინველისთვისაც შეხვდები. მაგალითისათვის, კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს დაბალანსებული მარცვლეულით შექმნილი RIO, მშრალი საკვები დიდი ზომის თუთიყუშებისთვის, ჩირით, ბოსტნეულითა და ხილით.
შინაური ცხოველების ჰიგიენა და აქსესუარები ველიზე
საკვებთან ერთად, ველიზე შენი შინაური ცხოველებისათვის ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებისა და სათამაშო აქსესუარების აღმოჩენაც შეგიძლია.
ძაღლებს ყოველდღიურად სხვადასხვა ნივთი სჭირდებათ იმისათვის, რომ სახლში ადამიანებთან ერთად კომფორტულად თანაცხოვრება შეძლონ. ველის ონლაინ თაროებზე ძაღლის საკვებისა და წყლის ჯამებთან ერთად საყელოებსა და საბელებს, საწოლებს, სახლებს, ჩანთებსა და სათამაშოებსაც აღმოაჩენ.
იმისათვის, რომ შენი კატის ჰიგიენა დაიცვა, სხვადასხვა შამპუნი, კატის ქვიშა და ტუალეტის მოწყობილობა დაგჭირდება. ველიზე ჰიგიენურ პროდუქტებთან ერთად კატისა და ძაღლის გრუმინგის საშუალებებს შეხვდები. საჭიროების შემთხვევაში კი, ცხოველებისათვის მედიკამენტებიც ხელმისაწვდომია.
იმ შემთხვევაში, თუ სახლში პატარა ზომის ფრინველი გყავს, შესაძლოა Flamingo-ს ფრინველის ხის სახლი შენთვის კარგი არჩევანი აღმოჩნდეს.ხის მასალა უზრუნველყოფს, რომ შენი ფრინველი ზაფხულში გრილად, ზამთარში კი თბილად იყოს. შენი შინაური მღრღნელების სახლისათვის კი შეგიძლია ნახერხი აღმოაჩინო, რომ ცხოველებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ველიზე შოპინგი ონლაინ შეგიძლია, რაც დროსა და ენერგიას დაგიზოგავს. შეძენილ ნივთებს კი საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უფასო მიწოდებით მიიღებ.