თუკი სახლში კურდღელი, ზღვის გოჭი, ზაზუნა ან სხვა შინაური ცხოველი გყავს, ველიზე მათთვის საკვებისა და მოვლის საშუალებების პოვნას იოლად შეძლებ. შენ მიერ შერჩეული პროდუქტი კი შენთან, თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით აღმოჩნდება.
საკვები პროდუქტები მღრღნელებისთვის
კურდღლებისათვის საკვები ცხოველის ზომის მიხედვით, ველიზე ონლაინ შეგიძლია შეარჩიო. მაგალითად, ჯუჯა კურდღლებისთვის შეგიძლია სპეციალური საკვები შეარჩიო ხილით და ბოსტნეულით, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მინიატურული კურდღლებისათვის ველიზე კურდღლის საკვები მიუსლი ბოსტნეულით შეგხვდება. ასაკით პატარა კურდღლებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ, რადგან მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია. დაბალანსებული, მარცვლეულით მდიდარი Little One-ის საკვები ახალგაზრდა კურდღლებისათვის, კარგი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ველიზე საკვებს ზაზუნასთვისაც აღმოაჩენ. ცნობილი ბრენდის, Little One-ის მშრალი საკვები ზაზუნებისთვის ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალებისა და ვიტამინების სრულ კომპლექსს შეიცავს, რომელიც შენს ზაზუნას განვითარებაში
და ენერგიის მიღებაში დაეხმარება. ველიზე ასევე Versele-Laga-ს ზაზუნას საკვები მიუსლი ბოსტნეულით შეგხვდება, რომელიც სხვა მღრღნელებისთვისაც შეგიძლია გამოიყენო.
მიუსლი სხვა ცხოველებისათვისაც სასარგებლო საკვებია, VELI.store-ზე შეგიძლია მიუსლი ზღვის გოჭისათვის აღმოაჩინო. საკვები დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ასევე კარგი ვარიანტია Versele-Laga, ზღვის გოჭის საკვები ბოსტნეულით, რომელიც 20% ნედლ ბოჭკოვანას შეიცავს, რაც საკვების მონელებასა და ნაწლავური ფლორის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
აღმოაჩინე მღრღნელის აქსესუარები და ჰიგიენა ველიზე
საკვების გარდა, შინაური ცხოველებისათვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, შესაბამისი აქსესუარების მომარაგებაც. ჰიგიენის დაცვა რომ მარტივად შეძლო, ველიზე მღრღნელების ტუალეტი დაგხვდება. ტუალეტის გასუფთავება და მასში ქვიშის მოთავსება კი მარტივად შეგიძლია. ჰიგიენური საშუალებებიდან ველიზე ასევე გალიის გამწმენდი სპრეიც შეგხვდება, რომ სისუფთავის შენარჩუნება მარტივად შეძლო.
ჰიგიენასთან ერთად ველიზე მღრღნელებისათვის გართობის საშუალებებსაც აღმოაჩენ. მაგალითად, კვების ბურთი მღრღნელებისათვის, შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ბურთი შენი შინაური ცხოველისათვის კვების პროცესს გაახალისებს. ასევე კარგი ვარიანტია სათამაშო მატარებელი, რომელიც მღრღნელების გართობის მიზნითაა შექმნილი.
VELI.store-ზე შერჩეულ ნივთებს, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში, უფასო მიწოდებით მიიღებ.