კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფრინველები
დალაგება:

ფრინველები

Flamingo, ჩიტის სათამაშო-40%
Koopman, ჩიტის სახლი-50%
Koopman, ჩიტის სახლი-50%
Koopman, ჩიტის სახლი-50%
Koopman, ჩიტის სახლი-50%
Koopman, ჩიტის სახლი-50%
20 პროდუქტის ჩვენება

იმისათვის, რომ შენი შინაური ფრინველებისა და ცხოველების მოვლა გაიმარტივო, ველიზე საკვებსა და სხვა აუცილებელ საშუალებებს აღმოაჩენ. შერჩეულ პროდუქტებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო მიწოდებით მიიღებ. 

 

დაათვალიერე რჩეული ბრენდების საკვები ფრინველებისთვის

 

თუკი სახლში თუთიყუში გყავს, ველიზე წამყვანი ბრენდების მშრალი საკვების შერჩევა შეგიძლია, თუთიყუშის ზომისა და ტიპის მიხედვით. მაგალითისთვის, დიდი თუთიყუშისათვის, RIO, მშრალი საკვები დიდი ზომის თუთიყუშებისთვის გამოგადგება. პროდუქტი აფუებულ მარცვლებს, ჩირს და ბოსტნეულს, ხილსა და კენკრას შეიცავს. RIO-ს მშრალი საკვები საშუალო ზომისა და ტალღოვანი თუთიყუშებისთვისაც შეგიძლია აღმოაჩინო. ასევე, თუკი სახლში სხვა ფრინველი გყავს, ბრენდისაგან საკვებს იადონებისთვისაც აღმოაჩენ. პროდუქტი სპეციალურად ბუმბულის ცვლის პერიოდისთვისაა განკუთვნილი.

 

ველიზე ცნობილი ბელგიური ბრენდის Versele-Laga-ს პროდუქციასაც შეხვდები. ტალღოვანი თუთიყუშების გარდა, შეგიძლია იპოვო სპეციალური საკვები როგორც აფრიკული, ასევე გრძელკუდა თუთიყუშებისთვის.

 

VELI.store-ზე შენი ფრინველისთვის შერჩეულ ნებისმიერ პროდუქტს, თბილისის მასშტაბით 3 საათში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ. 

 

შეარჩიე სახლი და აქსესუარები ფრინველებისათვის ველიზე

 

თუკი სახლში ან ეზოში შინაური ფრინველი გყავს, შესაძლოა მისთვის მყუდრო სახლის შერჩევა დაგჭირდეს. ველიზე ფრინველის სახლების დიდი არჩევანი დაგხვდება. პატარა ზომის ფრინველისათვის, შეიძლება Flamingo-ს ფრინველის ხის სახლი მოგეწონოს, მარტივი და დახვეწილი დიზაინით. თუკი უფრო არაორდინალური დიზაინის ბუდის შერჩევა გინდა, Koopman-ის ჩიტის სახლი საინტერესო ვარიანტია. ბუდე ეზოსა თუ ვერანდისთვის დახვეწილი დანამატი იქნება, მაღალი ხარისხის მასალა კი  შენი ფრინველის კომფორტს უზრუნველყოფს. 


სახლთან ერთად, შესაძლოა შენი ფრინველებისთვის ჰიგიენის საშუალებები დაგჭირდეს. გერმანული ბრენდის, Koopman-ის ჩიტის ჯამები საკვებისთვის და დასაბანად ორმაგ ფუნქციას ასრულებს. რადგან ჩიტები თავს დამოუკიდებლად ისუფთავებენ, შენი მხრიდან მხოლოდ ჯამებში წყლის ჩასხმაც საკმარისი იქნება. ფრინველების მოვლისას, ასევე აქტუალური პრობლემაა ტკიპები. პრობლემასთან გამკლავებაში Flamingo-ს ტკიპების საწინააღმდეგო სპრეი დაგეხმარება. 

 

ველიზე ჩიტის სათამაშოსაც შეხვდები. სათამაშო კარგი გასართობია შენი ფრინველის გასახალისებლად, დამზადებულია ბუნებრივი მასალისაგან და აქვს ლითონის საკიდი, რომელიც მის გალიაში ადვილად მოთავსებაში დაგეხმარება. 


 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.