თმის სიჯანსაღეზე ზრუნვა ყველა სეზონზე თანაბრად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ თმა ბუნებრივად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მნიშვნელოვანია სკალპის ტიპის მიხედვით თმის მოვლის საშუალებები სწორად შეარჩიო, რომელსაც ველიზე, სილამაზე & მოვლის კატეგორიაში აღმოაჩენ. აქვე სახის გამწმენდი საშუალებების კატეგორიაც დაგხვდება, სადაც რჩეულ ბრენდებს შეხვდები.
თმის მოვლის კატეგორიაში უმაღლესი ხარისხის შამპუნი, კონდიციონერი, თმის ნიღაბი, თმის საღებავი, ფიქსატორი, თმის ზეთი, თმის შრატი და სხვა პროდუქტები დაგხვდება. თმის მოვლის საშუალებები ერთმანეთისგან შემადგენლობით, ფასითა და ბრენდის მიხედვით განსხვავდება. ველიზე შეგიძლია სასურველი პროდუქტი შენთვის მისაღებ ფასად აღმოაჩინო.
კატეგორიაში დაგხვდება:
VELI.store-ზე შოპინგი გამორჩეულად მარტივია, რადგან აქ მრავალფეროვან პროდუქციასთან ერთად, იპოვი სხვადასხვა ქვეკატეგორიას, რაც გაგიმარტივებს ნივთის ძიების პროცესს. მსგავსი ქვეკატეგორიები შეიძლება იყოს: თმის ფიქსაცია, საღებავი, შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი, თმის სახვევები & გასასწორებლები, ფენები & სტაილერები. თითოეულ მათგანში გადანაწილებულია პროდუქცია ბრენდის, ფასის და მახასიათებლების მიხედვით.
პროდუქტები ცხიმიანი თმისთვის
თმის ცხიმიანობას არა თმის ღერი, არამედ თავის კანის მდგომარეობა განაპირობებს, შესაბამისად ზედმეტი ცხიმიანობის შემთხვევაში ამ პრობლემასთან გამკლავება სწორედ თავის კანით უნდა დავიწყოთ. ცხიმი თმას მოცულობას უკარგავს და ზოგჯერ არაესთეტიკურ ვიზუალსაც აძლევს, თუმცა იგი ზომიერი რაოდენობით იგი საჭიროცაა, რათა დავიცვათ თმის ღერები და კანი დაზიანებისგან. VELI.store-ზე შეხვდები პროდუქტებს, როგორებიცაა: ცხიმიანი თმის შამპუნი, კონდიციონერი ან გამწმენდი ცხიმიანი თმისთვის. ბრენდები: Davines, Faith in Nature, Vichy და სხვა.
პროდუქტები მშრალი თმისთვის
მშრალი თმის პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს, გამომწვევი მიზეზები კი როგორც წესი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის, დაბალ ხარისხიანი თმის უთოს ხშირი გამოყენება, ორგანიზმში თმის ღერისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა ან ჰორმონალური დისბალანსი. ველიზე მშრალი თმისთვის შამპუნს Vichy-ს ასორტიმენტში შეხვდები, რომელიც სახლიდან გაუსვლელად ველიზე შეგიძლია შეიძინო. იმისთვის, რომ მშრალ თმას მოუარო, უმჯობესია რუტინაში თმის ბალზამი, ნიღბები და ზეთები ჩართო. თმას განსაკუთრებულად აშრობს თერმოდამცავის გარეშე ფენის ან სხვა დამხმარე სტაილერების გამოყენება, ამიტომ დაამატე შენი ველის კალათაში Kevin Murphy-ს თერმოდამცავი.
პროდუქტები ხვეული თმისთვის
ამ ტიპის თმა საკმაოდ რთული მოსავლელია - ახასიათებს გამოშრობა, ღერების აბურდვა და კულულების ფორმის დაკარგვა. მსგავსი პრობლემებისთვის შეგიძლია ველიზე შეარჩიო ხვეული თმის შამპუნი თმის ღერების ნაზად გასაწმენდად და დასაცავად, ასევე ხვეული თმის კონდიციონერი, რომელიც ეფექტურად ატენიანებს ხუჭუჭა თმა, თმის სპრეი კი დაგეხმარება მიიღო ანტისტატიკური ეფექტი და ტენიანობა დამძიმების გარეშე. ამ მხრივ კარგი ვარიანტია Kaypro Curl შამპუნი, რომელიც ატენიანებს თმას და ანიჭებს ელასტიურობას. ხვეული თმის მოვლისთვის შამპუნს, კონდიციონერსა და სხვა პროდუქტებს ხვეული თმის კატეგორიაში შეხვდები.
VELI.store ადგილია, სადაც შეგიძლია შოპინგო ყველაზე სწრაფად და მარტივად, შეიძინო ყველა ტიპის პროდუქცია, იქნება ეს ვიტამინები თუ სხვა გამაჯანსაღებელი საშუალებები, ამავდროულად კი ისარგებლო უფასო შეფუთვისა და მიტანის სერვისით, საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.