კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თმის საღებავი
ფილტრაცია
დალაგება:

თმის საღებავი

Depot Men კრემ- საღებავი Titanium-20%
Wella Wellaton თმის საღებავი 2/0-10%
Wella Wellaton თმის საღებავი 5/0-10%
Wella Wellaton თმის საღებავი 8/0-10%
20 პროდუქტის ჩვენება

თუ გსურს თმის საღებავი შეიძინო, ამისათვის VELI.store იდეალური პლატფორმაა. აქ აღმოაჩენ სხვადასხვა ბრენდის, სახეობის, ფერისა და შემადგენლობის საღებავებს, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.


არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ თმის ფერის შეცვლა გინდა, შევსება თუ ჭაღარის გაქრობა, ველიზე შენი ყველა საჭიროებისთვის შეძლებ პროდუქტის პოვნას. აქ შეხვდები ბრენდებს, როგორებიცაა: Bumble And Bumble, Garnier, Kaypro, Londa, L'oreal, Naturtint, Palette, Phyto, Wellaton და სხვ. ყველა მათგანი საერთაშორისო დონის, ცნობილი მეწარმეა, შესაბამისად, შანსი, რომ შეარჩიო საუკეთესო თმის საღებავი, ძალიან დიდია.
 


თმის საღებავის ფასი


ნებისმიერი დანიშნულებით შოპინგისას, ეს იქნება სახის კანის მოვლა თუ თმის ფერის შეცვლა, ყველა ჩვენგანს აქვს განსაზღვრული ბიუჯეტი, ამიტომ ფასი ჩვენი არჩევანის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.


VELI.store-ზე წარმოდგენილი თმის საღებავების ფასები საშუალოდ 7 ლარიდან იწყება, შესაბამისად იგი გათვლილია თითქმის ყველა შესაძლო ბიუჯეტზე.

 


შემადგენლობა


თანამედროვე ბაზარზე თმის საღებავების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათ ველიზე სხვადასხვა შემადგენლობითა და მახასიათებლებით ვხვდებით.


ჩვეულებრივ საღებავის შერჩევისას მნიშვნელოვანია სიფრთხილე გამოვიჩინოთ ისეთ ინგრედიენტებთან, როგორებიცაა ამიაკი, პეროქსიდი, სულფატები, PPD და სხვ.


თუ გსურს უამიაკო საღებავი შეიძინო, ამისათვის შეგიძლია აირჩიო Phyto - ს ან L'oreal Casting -ის პროდუქცია, რომელიც აქ ფერების დიდი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი.


არ უნდა დაგვავიწყდეს ალერგენების და შესაძლო გამღიზიანებლების გათვალისწინებაც. შეარჩიე და გამოიყენე შენთვის უსაფრთხო თმის საღებავი - ამის შესახებ ინფორმაციას ველის პროდუქტის აღწერებში იხილავ. ამასთან, თუ გინდა შეიძინო დეკორატიული კოსმეტიკა და თავის მოვლის სხვა საშუალებები, ყველა სასურველ ბრენდს, ნებისმიერ განსაზღვრულ ბიუჯეტში, VELI.store-ზე აღმოაჩენ.
 


თმის საღებავის ხანგრძლივობა, პიგმენტი და ჩრდილის დიაპაზონი


რამდენად პიგმენტურია თმის საღებავი, რა ხანგრძლივობით რჩება თმაზე ან როგორია ჩრდილის დიაპაზონი, ერთ-ერთი გადამწყვეტი მახასიათებლებია საღებავის შერჩევისას.


თითოეულ საღებავს ასევე აქვს ფერების სპექტრი, რომლებზეც ისინი საუკეთესოდ მუშაობენ. ზოგჯერ ეს ფაქტორი ასევე განსაზღვრავს ჩამორეცხვის სიჩქარეს, თუმცა ყველა შემთხვევაში თმის სხვადასხვა საღებავს შესაძლოა განსხვავებული ხანგრძლივობა და პიგმენტი ჰქონდეს.


შენი თმისთვის, გარდა თმის საღებავებისა, VELI.store-ზე შეგიძლია შეიძინო თმის მოვლის ტექნიკა. ეს შეიძლება იყოს ახალი თმის ფენი, სთაილერი ან თმის სახვევები სხვადასხვა ვარცხნილობებისთვის. აქ უამრავი ბრენდისა და დანიშნულების პროდუქტს იხილავ, რომელიც გაგიმარტივებს ყოველდღიური მომზადების პროცესს.


თუ ველიზე შოპინგს გადაწყვეტ, ჩვენთან შეძლებ ისარგებლო უფასო შეფუთვისა და მიტანის სერვისით, ამასთან, ონლაინ მაღაზია სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს გთავაზობს.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.