კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

ვიტამინები

Perricone MD მეტაბოლური ფორმულა, 10 დღიანი კურსი-30%
OstroVit ომეგა- 3-6-9, 90 კაფსულა-30%
OstroVit Vit&Min 100% 90 ტაბლეტი-30%
20 პროდუქტის ჩვენება

მიუხედავად იმისა, როგორია ჩვენი კვების რაციონი, დროთა განმავლობაში მაინც გვჭირდება მივიღოთ საკვები დანამატები და ვიტამინები, ორგანიზმისთვის საჭირო დოზის შესავსებად.

 

ვიტამინები ერთმანეთისგან განსხვავდება, არამხოლოდ ქიმიური შემადგენლობით, არამედ  ფიზიოლოგიური როლითაც ორგანიზმში. ვიტამინების ძირითადი ფუნქციაა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში მონაწილეობა, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური/ჯანსაღი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. 

 

ვიტამინების მახასიათებლები
 

  • ვიტამინები აუცილებელია ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის:

 

  • ვიტამინები აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;

 

  • ვიტამინები ზრდის სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადების განვითარების მიმართ ბრძოლისუნარიანობას;

 

  • ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;     

 

  • ისინი მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, რომელიც ორგანიზმს იცავს მავნე ფაქტორების გავლენისგან. ერთ-ერთი საუკეთესო ამ მახასიათებლით PureFlow  ვიტამინი C 1000 -ია, იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებზე მათ მავნე ზემოქმედებას. 

 

  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

 

  • ვიტამინები აუცილებელია სისხლის უკეთ შედედებისთვის.

 

ვიტამინური დეფიციტის აღმოსაფხვრელად სასარგებლო საკვებთან ერთად ვიტამინებისა და მინერალების მიღება აუცილებელია. ისინი შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად - მონოვიტამინები და ვიტამინების ნაკრები.
 

მონოვიტამინები - ჩვეულებრივ შეიცავს ერთ ვიტამინს. მაგალითად, დ ვიტამინი (D vitamin), რომელიც თანაბრად სასარგებლოა ყველასთვის - ახალშობილებისა და ხანდაზმულებისთვის ძვლების გასამაგრებლად, ასევე ყველასთვის, წელიწადის ისეთ დროს, როდესაც მზის სხივების ნაკლებობაა. 


ვიტამინების ნაკრები - თითოეული აბის სახით, რამდენიმე სხვადასხვა აუცილებელ ვიტამინს და მინერალს შეიცავს. VELI.store-ზე შეგიძლია შეარჩიო ისეთი ნაკრები, რომელიც ინდივიდუალურად შენთვის იქნება ყველაზე უკეთესი და დაგეხმარება ტონუსის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

 

მაგალითად, ვიტამინების ნაკრები Body Attack  შეიცავს ვიტამინებს B1, B2, B6 და B12. ვიტამინი B1 ხელს უწყობს ნორმალური ენერგიის მეტაბოლიზმს და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ვიტამინი B2 ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას და მინიმუმადე დაყვანას. ცილების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს მხარს უჭერს ვიტამინი B6 (პირიდოქსინი). ვიტამინი B12 (კობალამინი) კი იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

 

ომეგა 3

 

VELI.store-ის კატეგორიაში - " ვიტამინები ", საუკეთესო პროდუქტების ჩამოთვლისას არ უნდა დავივიწყოთ ისეთი საკვები დანამატი, როგორიც არის ომეგა 3. მისი ცხიმოვანი მჟავები ამცირებს ქრონიკული ანთებითი პროცესების გავრცელებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ელასტიურობას, გავლენას ახდენს სისხლის სიბლანტესა და ქოლესტერინის კონცენტრაციაზე. შესაბამისად, ომეგა 3 ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

 

დადასტურებული ფაქტია, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი თევზის ქონის მოხმარებამ შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა. ომეგა 3 სისხლძარღვების კედლებს ასუფთავებს ჭარბი ქოლესტერინისაგან, ხელს უშლის „ქოლესტერინის დაფების“  წარმოქმნას და არტერიულ წნევას აწესრიგებს.


B ვიტამინები
 

B ვიტამინები მონაწილეობენ მეტაბოლიზმში და ამ ჯგუფის თითოეული ვიტამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის. B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე და ვლინდება ცუდი განწყობის, დაღლილობის, აპათიის, უძილობის თუ გაღიზიანების სახით.

 

Solgar ვიტამინი B12 1000/მეთილკობალამინი B12 ამ ჯგუფის ვიტამინების ერთერთი საუკეთესო პროდუქტია. იგი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, ააქტიურებს სისხლის შედედების სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ამავდროულად დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე და ამაღლებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს.

 

D ვიტამინები 

 

ვიტამინი D გავლენას ახდენს:

 

  • იმუნურ სისტემაზე (ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმები)
  • ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე
  • ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე

 

სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. იგი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას, ამავდრულად კი ამცირებს ამცირებს ძვალ-სახსროვანი და ნერვულ-კუნთოვანი დაავადებების განვითარების რისკს.

 

ასაკთან ერთად, ორგანიზმი ებრძვის D ვიტამინის გამომუშავებას და ათვისებას. ამიტომ D ვიტამინის დანამატები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

 

თმის ვიტამინები
 

თმის ვიტამინები დროთა განმავლობაში შეიძლება ყველას დასჭირდეს. არ აქვს მნიშვნელობა შამპუნი რამდენად კარგად ზრუნავს შენს თმაზე. სხვადასხვა ფაქტორების გამო, შეიძლება შენი კულულები შეთხელდეს და ამას თმის ფენი ვერ უშველის. თმის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ვიტამინი B, ასევე C ვიტამინი და D ვიტამინი ყველაზე ეფექტურია. ვიტამინი B2 სასარგებლოა მტვრევადი ბოლოებისთვის, B6 კარგად უმკლავდება ქერტლს. ვიტამინები C, B, A, E და F თმის ცვენის შეჩერებაში დაგეხმარება. 
 

როგორ შევინახოთ ვიტამინები
 

ვიტამინები უნდა შეინახო გრილ და ბნელ ადგილას, ისინი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისა და ცხოველებისთვის. ასევე გაითვალისწინე, რომ ყველა ვიტამინის შესანახად არ გამოგადგება მაცივარი, ზოგიერთ მათგანს სინესტე აზიანებს. მაცივარი ან მინი მაცივარი შეგიძლია გამოიყენო ვიტამინების ზოგიერთი სახეობის შესანახად, რის შესახებაც შეფუთვაზე იქნება მითითებული. 
 

შეიძინე ვიტამინები და საკვები დანამატები VELI.store-ზე
 

იპოვე შენთვის საჭირო საკვები დანამატები, მიკროელემენტები და ვიტამინები იაფად. შენაძენი, ადგილზე უფასო მიტანით, სულ რაღაც 3 საათში, პირდაპირ შენს ხელში აღმოჩნდება. VELI.store-ზე ნახავ ისეთი ბრენდების პროდუქციას, როგორიც არის Amvilab, SugarBear, New Nordic, Solgar, GOLI, OstroVit და სხვა.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.