ალკოჰოლური სასმელები დღესასწაულებს თუ სამეგობროს წვეულებას განსხვავებულ ელფერს სძენს. სხვადასხვა ბრენდისა თუ ტიპის სასმელები VELI.store-ის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო. აქ შეგხვდება ღვინო, სპირტიანი სასმელები და უბრალოდ ყავა & ჩაი. შეარჩიე სასურველი სასმელი ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ღვინო ველიზე
ველიზე სხვადასხვა ტიპის ღვინოებიდან შეხვდები ისეთ სახეებს, როგორიცაა:
ქართული მცირე მარნებიდან აღმოაჩენ დორემის ცოლიკოურს, რომელიც საქართველოში, იმერეთის რეგიონშია დამზადებული. ამ თეთრი ფერის ღვინის მირთმევა რეკომენდებულია ხბოს, ღორის, ბატკნისა და ფრინველის ხორცთან ერთად.
5 წლიანი დაძველებით არის ანაპეას საფერავი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 14%-ია. ღვინოს ასევე თან ახლავს წითელი ხილის არომატები. თეთრი ღვინოებიდან შეგიძლია შეარჩიო Maison Louis Latour, შარდონე, რომელიც კოტ დე ბონის რეგიონშია შექმნილი. ღვინო აერთიანებს ვანილისა და ბრიოშის პურის არომატებს. შარდონე დაყენებულია ფრანგული მუხის კასრში 8-დან 10 თვემდე დაძველებით.
აღმოაჩინე სპირტიანი სასმელები
ველიზე 13-ზე მეტი სახის სპირტიანი სასმელია. აქ შეგხვდება ვისკი, ბრენდი თუ ტეკილა. თუ ლიქიორის მოყვარული ხარ ველიზე დაგხვდება Cremossa, ვანილისა და კაპუჩინოს ლიქიორი. სასმელი ნაზი კრემის, ვანილის არომატისა და კაპუჩინოს ქაფის კომბინაციაა. ლიქიორი კრემისფერია და ალკოჰოლის შემცველობა 17%-ს უტოლდება. სახლის პირობებში კოქტეილების მომზადებისთვის გამოგადგება ბითერები, ხოლო ტრადიციული ქართული სასმლისთვის ჭაჭას ქვეკატეგორიას გადახედე.
მეგობრებთან ერთად გართობისას თუ ფეხბურთის ყურების დროს ლუდი შეუცველი სასმელია. ველიზე შეგხვდება როგორც გაფილტრული, ისე გაუფილტრავი ლუდი. ქართული ლუდებიდან შეგიძლია ქარვა, ლაგერი შეარჩიო. სასმელი ქვედა ხარშვის ტექნოლოგიით არის შექმნილი ალაოსა და სვიის არომატებით. ალკოჰოლის შემცველობა კი ლუდში 4.5%-ია.
ბარის აქსესუარები
როგორც პროფესიონალურ ბარში, ასევე სახლში მოწყობილ კუთხეშიც ბარის აქსესუარები მნიშვნელოვანი ატრიბუტებია. ღვინისა და ლუდის გახსნისთვის ყოველ ჯერზე სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენება აღარ დაგჭირდება თუ ველიზე შესაბამის გასახსნელებს შეარჩევ. თუ სასმელების მზადება შენი საყვარელი საქმეა, აქვე კოქტეილების აქსესუარებსაც გადახედე და თან დასალევი თამაშებიც დაათვალიერე.
შეარჩიე სასმელები კატეგორიაში ბარი & მეტი, აღმოაჩინე წვეულებისთვის საჭირო ყველა ნივთი, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.













