უფასო მიწოდება
•ტექნოლოგია: ფრანგული მუხის კასრი, სრული მალოლაქტური დუღილი.
•ყურძნის ჯიში: შარდონე.
•ალკოჰოლის შემცველობა: 13.5%.
•ქვეყანა: საფრანგეთი.
•რეგიონი: კოტ დე ბონი.
•არომატი: ვანილი, ბრიოშის პური.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: თეთრი.
•წელი: 2015.
•დაძველება: 8-დან 10 თვემდე.
•მოცულობა: 750 მლ.
Maison Louis Latour-ის ღვინო ყურძენ შარდონესგანაა დაყენებული, შემდეგ კი ფრანგულ მუხის კასრშია 8-დან 10 თვემდე დაძველებული. აქვს მდიდარი არისტოკრატული გემო, რომელსაც სიტკბოსა და მჟავიანობის ელემენტები ერთდროულად ურევია. ღია ოქროსფერი შეფერილობის ღვინოს ვანილისა და ბრიოშის პურის არომატები ამშვენებს, ბოლოს კი მინერალების გემო დაჰკრავს. ძალიან უხდება თევზეულს, ფრინველის ფუა-გრასა და ყველს. 12-14 გრადუსი ღვინის მირთმევის იდეალური ტემპერატურაა.
1797 წელს დაარსებული Maison Louis Latour გადაურჩა საუკუნეებსა და გახდა ბურგუნდიის უძველესი ტრადიციების მცველი. ამ დროის მანძილზე მათ არ დაუკარგავთ დამოუკიდებლობა და დღემდე ოჯახურ ბიზნესად რჩებიან. დღეს ბრენდს ოჯახის მეთერთმეტე თაობა ლუი ლატური უძღვება და არ ღალატობს ტრადიციებს და ბევრს შრომობს რათა შეინარჩუნოს კომპანიის უნიკალურობა და ამავდროულად შესძინოს მას თანამედროვე ელემენტები. დღესდღეობით ოჯახის საკუთრებაში 50 ჰექტარი გამორჩეული ვენახია, რომელიც ყოველწლიურად იპოვებს აღიარებას.