კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ჰაერის ფილტრი
ფილტრაცია
დალაგება:

ჰაერის ფილტრი

20 პროდუქტის ჩვენება

ადამიანებს საკუთარ ავტომობილებთან ხშირად ემოციური მიჯაჭვულობა ახასიათებთ. ვიზუალის გარდა, მანქანის მოვლა ავტომობილის შიდა ნაწილების გამოცვლას და განახლებას მოიცავს. ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ფილტრებია, რომლის ფართო არჩევანსაც ველის ავტო მოტო კატეგორიაში აღმოაჩენ.
 

ფილტრის ფუნქცია ნაკადის გააქტიურება და ისეთი მინარევების გაფილტვრაა, როგორიც არის ჰაერში არსებული მტვრის მავნე ნაწილაკები და საავტომობილო ზეთის დაბინძურებული მინარევები. ფილტრები მანქანის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ. თუ ერთი ფილტრი მაინც დაზიანდა ან დროულად არ მოხდა მისი ახლით ჩანაცვლება, შესაძლოა ავტომობილს სერიოზული პრობლემა შეექმნას. ველის ავტო მოტო კატეგორიაში ჰაერის, სალონისა და ზეთის ფილტრების არჩევანს შეხვდები, რომლებიც ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლია შეიძინო. არ დაგავიწყდეს, რომ შეკვეთას 3 საათში, სრულიად უფასოდ მიიღებ.
 

ველის ავტო მოტო კატეგორიაში ფილტრებთან ერთად ავტომობილის აქსესუარებსაც შეხვდები: გასაღების საკიდები, სამუხრუჭე ხუნდები, აკუმულატორების ფართო არჩევანი. აქსესუარებთან ერთად თვალი გადაავლე ველიზე ავტომობილის ინტერიერ-ექსტერიერის მოვლის პროდუქტების ფართო არჩევანს: ჰაერის კომპრესორები, მინის საწმენდები და ანტიფრიზები. 
 

ჰაერის ფილტრები ავტომობილის ძრავის მუშაობასა და საწვავის ეკონომიურად წვის პროცესებზე აგებენ პასუხს. ჰაერის ფილტრი ხელს უშლის მწერების, ქუჩიდან შემოსული ნამსხვრევებისა და ქვიშის ნაწილაკების ძრავამდე მოხვედრას. ველის ავტო მოტო კატეგორიაში ჰაერის სხვადასხვა ფორმის ფილტრს შეხვდები:
 


Რაში დამეხმარება ჰაერის ფილტრის გამოცვლა?

საწვავი წვის ეკონომიურობა

ავტომობილის მოდელის მოხედვით ჰაერის ფილტრის ცვლილება ძრავის ეფექტურ მუშაობას და საწვავის ეკონომიურ მოხმარებას უზრუნველყოფს. რაც უფრო სწრაფად მართავ ავტომობილს, მით მეტ საწვავს მოიხმარს მანქანა. შესაბამისად თუ ჰაერის ფილტრი ბინძურია, იზრდება ძრავის დაზიანების რისკიც.


ძრავის ეფექტურობა

 რაც უფრო მეტი ჰაერი მიეწოდება ძრავს, მით უფრო უკეთ ფუნქციონირებს ავტომობილი. გაითვალისწინე, რომ დაბინძურებული ჰაერის ფილტრი საზიანოა შენი ავტომობილისთვის, ვინაიდან ძრავის დაზიანება ავტომობილისთვის შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს.


ძრავის სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივება

ავტომობილის ძრავის დაიზანება შეიძლება გამოიწვიოს მარილის მარცვლისოდენა ნაწილაკმაც კი. მცირე ზომის ნაწილაკებს შეუძლიათ შეაღწიონ ძრავის ისეთ შიდა ნაწილებში როგორიცაა ცილინდრები და დგუშები.


მარტივი, იაფი და სწრაფი საშუალება

ჰაერის ფილტრების გამოცვლა ავტომობილისთვის საჭირო სერვისთაგან ერთ-ერთი ყველაზე იაფი და სწრაფი საშუალებაა. იმისთვის, რომ შენი ავტომობილისთვის მორგებული ჰაერის ფილტრი შეარჩიო, მანქანის ზუსტი, ტექნიკური მახასიათებლები უნდა განსაზღვრო. 

მანქანის მოვლისთვის ფილტრებთან ერთად შეიძლება ჰაერის კომპრესორებიც დაგჭირდეს, რომელთაც 8%-დან 35%-მდე ფასდაკლებით ველიზე აღმოაჩენ. Პლატფორმაზე შეხვდები მანქანის სხვა აქსესუარებს: სამუხრუჭე ხუნდებს, მინის საწმენდებს, ავტომობილის გასაღების საკიდებსა და მოტოციკლის აქსესუარებს. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.