აკუმულატორი მანქანისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ის ელექტრომუხტს აწვდის ძრავას, რის შემდეგაც იწყებს მოძრაობას. ანუ, აკუმულატორი საშუალებას გაძლევს მანქანა დგომის შემდეგ დაქოქო. აქ გაიგებ როგორ შეარჩიო აკუმულატორი, რომელიც ზამთრის ყინვასაც ადვილად გაუძლებს და ზაფხულის სიცხეშიც მოგემსახურება.
თუმცა, ზამთარში მხოლოდ გამძლე აკუმულატორი არ იქნება საკმარისი. ნახე ანტიფრიზების დიდი არჩევანი, რათა ძრავა ყინვისგან დაიცვა.
რა ტევადობის შეიძლება იყოს აკუმულატორი
სიმძლავრის ტევადობა ნებისმიერი აკუმულატორის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია, რომელიც ამპერ-საათებში იზომება (A h, Ah). ტევადობა მარტივად იმას ნიშნავს, რამდენჯერ შეძლებ ამ აკუმულატორით მანქანის დაქოქვას. მსუბუქ მანქანებზე, ძრავის მოცულობისა და ტიპის მიხედვით, აკუმულატორის სიმძლავრის ტევადობა შეიძლება 45-დან 66 Ah-მდე მერყეობდეს. ყველაზე გავრცელებული 60 Ah სიმძლავრის აკუმულატორებია - რომლითაც აღჭურვილია 1.3-დან 1.9 ლიტრამდე ბენზინის ძრავის უმეტესი მანქანა.
თუ მაღალი ტევადობის და გამძლე აკუმულატორი გინდა აარჩიო Topla AGM STOP&GO შესანიშნავი არჩევანი იქნება. AGM (Absorbent Glass Mat) აკუმულატორებს სტანდარტულთან შედარებით გამოირჩევა უფრო მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით. უკეთესად უძლებს ვიბრაციას, იმუხტება ბევრად სწრაფად ვიდრე სტანდარტული სერიის აკუმულატორი, მუშაობს გაცილებით მაღალ დატვირთვაზე. არის სრულიად დალუქული და არ საჭიროებს მონტაჟის შემდეგ მომსახურებას.
AGM აკუმულატორები ძირითადად გამოიყენება START-STOP სისტემით აღჭურვილ ავტომობილებში.
იმისთვის რომ ყველაფრისგან დაზღვეული იყო, შორ გზებზე საიმედო აკუმულატორის გარდა, კარგი იქნება ხელსაწყოები ატარო საბარგულით. ნახე ხელსაწყოების დიდი არჩევანი, და შეარჩიე ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც გზაზე შენი საიმედო პარტნიორი გახდება.
ცივი სტარტის სიმძლავრე
ეს კიდევ ერთი ფუნდამენტური მახასიათებელია, რომელიც კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს, ვიდრე ტევადობა. ცივი სტარტის სიმძლავრე დენის მაქსიმალურ რაოდენობაზე მიუთითებს, რაც შეუძლია აკუმულატორს გამოსცეს კონკრეტულ მოკლე დროში 10-დან 30 წამამდე -18 ° C ტემპერატურაზე. ცივი სტარტის სიმძლავრე ყოველთვის ამპერებით არის მითითებული ეტიკეტზე. რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, მით უფრო ადვილია ძრავის დაქოქვა.
არსებობს სამი ძირითადი დენის მარკირების სტანდარტი, რაც დამოკიდებულია აკუმულატორის მწარმოებელზე და დანიშნულების ქვეყანაზე. ევროპაში გავრცელებულია EN კლასიფიკაცია, გერმანიაში - DIN, ხოლო აშშ-ში - SAE.
EN, DIN, SAE სტანდარტები განსხვავდება. ამიტომ, ორი აკუმულატორის მუშაობის შედარებისას, ყურადღება მნიშვნელობებს მიაქციე.
შესანიშნავი არჩევანი იქნება Topla Top TT100 100 ამპერი/საათში R+ აკუმულატორი. მას აქვს: 70 Ah ტევადობა და 760 A ცივი სტარტის სიმძლავრე.
აკუმულატორის გარდა, დროთა განმავლობაში ავტომობილისთვის სხვადასხვა საშუალება ხდება საჭირო. მათ შორის მანქანის კოლოფის ზეთი, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს.
ასევე, კარგი არჩევანი იქნება VARTA-ს აკუმულატორები, 70 ამპერი და 95 ამპერი სიმძლავრით.
როგორ შევიძინოთ აკუმულატორები ონლაინ
იმისთვის, რომ აკუმულატორები ან სულაც, ავტომობილის ქიმია შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების აკუმულატორები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში ადგილზე უფასო მიწოდებით.