ყველა ავტომობილს 4 ძირითადი ფილტრი აქვს, ესენია: ჰაერის ფილტრი, ზეტის ფილტრი, სალონის ფილტრი და საწვავის ფილტრი. ფილტრების დანიშნულება ჰაერის ნაკადების გააქტიურება და სხვადასხვა მინარევების დაჭერაა, რაც ავტომობილის შიდა ნაწილებს იცავს მტვრის ნაწილაკებისგან და ზოგადად ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
მანქანის ფილტრების არჩევანი ველიზე
VELI.store-ის ავტო მოტო კატეგორიაში მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის აქსესუარებს, LED მოწყობილობებსა და ფილტრებს აღმოაჩენ. მანქანის ფილტრების კატეგორიაში ველიზე დაგხვდება:
შეიძლება ჰქონია მომენტი, როცა ერთ-ერთი ფილტრი წყობიდან გამოვიდა. ეს როგორც წესი აისახება ისეთ დეტალებზე, როგორიცაა დაბინძურებული, შავი ფერის გამონაბოლქვი, ძრავის გაუმართაობა და პრობლემები, ასევე ხარვეზები შიდა სისტემაში. იმისთვის, რომ მანქანის ფილტრებმა დიდხანს გაგიძლოს და პრობლემები თავიდან აირიდო, უმჯობესია ისინი პერიოდულად გამოცვალო. მაგალითად ჰაერის ფილტრის გამოცვლა რეკომენდებულია მინიმუმ 10 000 - 15 000-მდე კმ-ის გავლის შემდეგ შეცვალო.
მანქანის ზეთის ფილტრები
VELI.store-ის ზეთის ფილტრების კატეგორიაში Herth+Buss, Js-Asakashi, Mann Filter და SAKURA-ს უმაღლესი ხარისხის ფილტრებს აღმოაჩენ. ზეთის ფილტრი ავტომობილში ინარჩუნებს ზეთის უწყვეტ ნაკადს და აშორებს ჭუჭყის, დაჟანგებული და კოროზირებული ზეთის ან მეტალის ნაწილაკებს, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს ძრავის ზეთში ძრავის ცვეთის გამო. ზეთის ფილტრს აქვს საკმარისი დამაბინძურებლების შეკავების უნარი, რომ დარჩეს სრულად ფუნქციონალური ზეთის მომდევნო შეცვლამდე. ველიზე ზეთის ფილტრების შერჩევაში ავტომობილის მოდელების ჩამონათვალი დაგეხმარება. მონიშნე შენი ავტომობილის მოდელი და შეარჩიე მანქანის ზეთის ფილტრი ხელმისაწვდომ ფასად სახლიდან გაუსვლელად. შენს მიერ შერჩეული მოდელი ზუსტად 3 საათში, სასურველ მისამართზე უკვე შენი სახლის კართან იქნება.
მანქანის სალონის ფილტრები
სალონის ფილტრი ასუფთავებს ჰაერს, რომელიც მანქანის ინტერიერში გათბობისა და კონდიცირების საშუალებით ხვდება. თუ მტვრიან გზებზე ან რთულ კლიმატურ პირობებში ხშირად გიწევს მგზავრობა, სალონის დაბინძურების რისკები კიდევ უფრო იზრდება. სალონის ფილტრები დაგეხმარება შემოსული მტვრის ნაკადიდან მავნე ნაწილაკები გაფილტროს და ავტომობილში სუფთა ჰაერის ნაკადი უზრუნველყოს. სალონის ფილტრი უზრუნველყოფსაირებისა და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების სუნის გაფილტრვას, რაც ჯანმრთელობისთვის მნიშნელოვანია.
ველიზე მანქანის ფილტრებს გერმანული და იაპონური ბრენდების, Herth+Buss და Js-Asakashi ასორტიმენტში აღმოაჩენ. შეარჩიე შენი ავტომობილის მოდელის მიხედვით სალონის ფილტრი და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს მასშტაბით.
მანქანის ფილტრის გამოცვლა
ფილტრის გამოცვლა მარტივი პროცესია, რომელიც დამოუკიდებლად შეგიძლია განახორციელო. თუმცა რეკომენდებულია შეცვლამდე პროფესიონალ ტექნიკოსთან კონსულტაცია გაიარო, რათა ფილტრის მოდელი შენი მანქანის მოდელს ზუსტად მოერგოს. ველის ავტო მოტო კატეგორიაში შენი ავტომობილისთვის ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდება. თუ უკვე დიდი ხანია ფილტრის გამოცვლა გჭირდება, შეარჩიე პროდუქტი ონლაინ ველიზე და მიიღე შენაძენი 3 საათში. აქვე ძრავის ზეთებს, აკუმულატორებს და ავტოქიმიას შეხვდები, რომელიც ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარება.