ღვინო ალკოჰოლურ სასმელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ველიზე ცქრიალა, თეთრი და წითელი ღვინის დიდი არჩევანი დაგხვდება, რომ შენი სადღესასწაულო აღნიშნვა თუ სხვა სუფრა გამორჩეული სასმლით გაამდიდრო.
ქართული ღვინო VELI.store-ზე
ველიზე ქართული და არაქართული წარმოების, სხვადასხვა სახის ღვინოს შეხვდები. საქართველოში ღვინოს 8000 წლიანი წარმოების ისტორია აქვს, ამიტომაც ქართული ღვინის მრავალი სახეობა და დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს. განსაკუთრებით პოპულარულია კახური, რაჭული და იმერული ღვინო. შეარჩიე და შეიძინე კახური ღვინო ველიზე სახლიდან გაუსვლელად.
კახური ღვინის შერჩევისას, კარგი ვარიანტია რქაწითელის უნარი, თეთრი მშრალი პეტნატი 11.5%-იანი ალკოჰოლის შემცველობით. ღვინო შიდლური რქაწითელის ყურძნის ჯიშისგანაა დამზადებული და სასიამოვნო გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
რაჭულ ღვინის არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა ასკანელის ხვანჭკარა, კუპაჟი, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო მოგეწონოს. კლასიკური ქართული ღვინო მუხის კასრის ტექნოლოგიითაა დამზადებული, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებისაგან.
თუკი არჩევანს იმერულ ღვინოზე შეაჩერებ, ლაგვინარის ცოლიკოური, თეთრი მშრალი ღვინო შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ღვინო 8 სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგანაა მიღებული და ქვევრში ფერმენტაციის ტექნოლოგიითაა გამოხდილი.
ველიზე შეგიძლია ასევე ქართული ცქრიალა ღვინო აღმოაჩინო. იმ შემთხვევაში, თუ პრემიუმ კლასის, დახვეწილ ცქრიალა ღვინოს ეძებ, შეიძლება ვაზისუბნის მამულის ციცქა, თეთრი ნახევრადმშრალი ცქრიალა ღვინო მოგეწონოს. ციცქა იდეალურად ერწყმის ხიზილალას, ზეთისხილს, ფრანგულ ყველს, მარწყვსა და ვაშლს.
უცხოური ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი
ქართული ღვინის გარდა, ველიზე უცხოური ღვინის ფართო ასორტიმენტიც დაგხვდება. თუ ფრანგული ღვინის შეძენას გადაწყვეტ, ველიზე Joseph Fritsch-ის Riesling, თეთრ, მშრალ ღვინოს დაგხვდება. ღვინო რიზლინგის ყურძნის ჯიშისგან, ევროპული ტექნოლოგიითაა დამზადებული. სასმელი განსაკუთრებულად უხდება თევზს, მოლუსკებს, თეთრ ხორცსა და მჟავე კომბოსტოს.
საფრანგეთი ასევე ცნობილია შამპანურის წარმოებით. ნამდვილი შამპანური საფრანგეთში, შამპანის რეგიონში იწარმოება და სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს. ველიზე Moet & Chandon Brut, შამპანური, ბრუტი შეგხვდება, 12%-იანი ალკოჰოლის შემცველობით. შამპანური პინო მენიერის, პინო ნუარის და შარდონეს ყურძნის ჯიშებისგანაა დამზადებული და ხილის არომატით ხასიათდება.
თუკი შამპანურის შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებ, შეგიძლია იტალიური შუშხუნა ღვინო, პროსეკო და ღვინის ნაირსახეობები დაათვალიერო. განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად კი შეარჩიე სადესერტო შემაგრებული ღვინო VELI.store-ზე შენი ინტერესების შესაბამისად.
ველიზე შეძლებ შენთვის სასურველი ცქრიალა & შამპანური მარტივად შეარჩიო, შენი საჭიროებებისა და გემოვნების მიხდევით. ონლაინ შერჩეულ პროდუქტს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.