კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სადესერტო & შემაგრებული ღვინო
ფილტრაცია
დალაგება:

სადესერტო & შემაგრებული ღვინო

20 პროდუქტის ჩვენება

რა არის სადესერტო ღვინო?


თუ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ევროპული ვახშმის მოწყობას გეგმავ, სადესერტო ღვინო ისაა, რაც აუცილებლად დაგჭირდება.
სადესერტო ღვინოში მოიაზრება შედარებით ტკბილი, მსუბუქი ღვინო, რომელსაც დესერტთან ერთად მიირთმევენ. ღვინის ეს კულტურა ევროპულ სახელმწიფოებში და მათ შორის საქართველოშიც უკვე საუკუნეებს ითვლის.


სადესერტო ღვინო საზოგადოებაში დამკვიდრებული რეგლამენტის მიხედვით საჭმლის შემდგომ მიირთმევა, განსხვავებით შემაგრებული ღვინისაგან, რომლითაც, ჩვეულებრივ ვახშმამდე უმასპინძლდებიან სუფრის წევრებს. მსგავსი ტრადიცია, გარდა იმისა რომ საინტერესოა, შენი ორგანიზმის გამაჯანსაღებლის როლსაც ასრულებს, ასე რომ , მეტი ელეგანტურობისა და ნაკლები ვახშმისშემდგომი წუხილებისთვის შეარჩიე საუკეთესო სადესერტო ღვინო ველიზე.
 


სადესერტო ღვინო და მისი ტიპები


ღვინის ეს კატეგორია, კიდევ მრავალ სახეობად იყოფა, რომელიც უამრავი განსხვავებული ადამიანის გემოვნებასა და სურვილზეა გათვლილი.


სადესერტო ღვინოების სახეები:

 

  • ცქრიალა სადესერტო ღვინო - ცქრიალა ღვინის ტკბილი, მსუბუქი გემო  კარბონატულობისა და მაღალი მჟავიანობისგანაა გამოწვეული.  ზოგიერთი ჯიშის ყურძნის სუნი უფრო ტკბილია, ვიდრე სხვები. ეს ატყუებს ჩვენს ტვინს, იფიქროს, რომ მათაც უფრო ტკბილი გემო აქვთ! სწორედ ამ პრინციპით შეირჩევა ცქრიალა სადესერტო ღვინოები .

 

  •  მსუბუქად ტკბილი სადესერტო ღვინო - მსუბუქად ტკბილი ღვინო ხშირად მოიხსენიება როგორც გამაგრილებელი, შემამსუბუქებელი ტკბილი სასმელი. იგი იდეალურია თბილი შუადღისთვის. მსუბუქად ტკბილი სადესერტო ღვინო უხდება ცხარე საკვებს, როგორიცაა ინდური ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამზარეულო.

 

  • უხვად ტკბილი სადესერტო ღვინო - უხვად ტკბილი ღვინოები მზადდება უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან, არაფორტიფიცირებულ სტილში. ამ ღვინოებიდან ბევრი შეიძლება დაძველდეს 50+ წელს, რადგან სიტკბო და მჟავიანობა მათ გემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. უხვად ტკბილი სადესერტო ღვინო შუასაუკუნეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით მონარქებში. უნგრული "ტოკაჯი" ,უხვად ტკბილი ღვინოებიდან ერთ-ერთი გამორჩეულად უყვარდათ რუსეთის ცარებს.

 

  •     სადესერტო წითელი ღვინო - ამ სახეობის ღვინო დღეისათვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ხარისღისა და გემოს გარატიას კი ველი გაძლევს აქ შოპინგის შემთხვევაში. სასიხარულოა ფაქტი, რომ ქართული ღვინოების გრძელ სიაში ბევრი გასაოცარი წითელი ღვინო მოიძებნება სადესერტოდ, მათი პოვნა სწორედ რომ აქ შეგიძლია.

სადესერტო წითელი ღვინო შენთვისაა, თუ ალკოჰოლი დიდად არ გიზიდავს, თუმცა ფეხიანი ჭიქისა და რომანტიკული განწყობის იდეა გხიბლავს.
 

  •   შემაგრებული ღვინო - შემაგრებული ღვინო მზადდება ღვინის ყურძენზე კონიაკის დამატებით. მისი გემო შესაძლოა იყოს მშრალი ან ტკბილი. შემაგრებული ღვინო სხვა ღვინოებისგან ალკოჰოლის მეტი შემცველობით გამოირჩევა, (დაახლოებით 17-20% ABV) და გახსნის შემდეგაც შენახვის ვადა უფრო გრძელია.

 
შემაგრებული ღვინო არაჩვეულებრივი ვარიანტია მხიარული მეგობრული ვახშმისთვის, რომელიც აუცილებლად ბევრი ცეკვითა და მოულოდნელი თავგადასავლებით დასრულდება.
 


საუკეთესო სადესერტო ღვინო ფასდაკლებით ველიზე


აქ წარმოდგენილი ყველა სადესერტო ღვინო მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული მახასიათებლებით გამოირჩევა. შეარჩიე შენთვის საყვარელი, სასურველი ღვინო ველიზე ფასდაკებებითა და კომფორტული შეთავაზებებით. ისარგებლე მიტანის უფასო სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში , თბილისის მიმდებარედ - 3 საათში.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.