თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
900 W სიმძლავრის წვენსაწური Braun J500 უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ხილის და ბოსტნეულის დაწურვას. წვენსაწურს შეუძლია მთლიანად და სრულად გაწუროს ესა თუ ის ხილი და ბოსტნეული, წურვის პროცესი არ არის დამღლელი, სწრაფი და მარტივია. დიდი ზომის წვენის კონტეინერში შესაძლებელია სხვადასხვა სახის წვენის მომზადება მთელი ოჯახისთვის. ასევე აქვს კონტეინერი ნარჩენებისთვის. Direct Serve სისტემის მეშვეობით შესაძლებელია დაწურული წვენის პირდაპირ ჭიქაში ჩამოსხმა.
J500 წვენსაწურის კორპუსი არის BPA-ს გარეშე დამზადებული. მოწყობილობას აქვს წვეთის შეკავების რეჟიმი, არ წვეთავს მომზადების შემდგომ და ინარჩუნებს სისუფთავეს.
წვენსაწურს აქვს თანამედროვე და მინიმალისტური დიზაინი. მოხსნადი ნაწილების რეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ხოლო კორპუსი მარტივად გასაწმენდია.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.