კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ცნობიერება და ცივილიზაციაცნობიერება და ცივილიზაცია
ცნობიერება და ცივილიზაცია

უფასო მიწოდება

30.00
ცნობიერება და ცივილიზაცია

ცნობიერება და ცივილიზაცია

ID: 9789941825514
ცნობიერება და ცივილიზაცია  cnobiereba da civilizaciaცნობიერება და ცივილიზაცია  cnobiereba da civilizacia
პირველი 10 გვერდი

მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი

გამოცემის წელი: 2020

გვერდების რაოდენობა: 330

ISBN: 9789941825514

გამომცემლობა: აქტი

30.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ანოტაცია

მერაბ მამარდაშვილი (1930-1990) –  ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

წიგნი – „ცნობიერება და ცივილიზაცია“ – წარმოადგენს მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ნაკრებს, რომელშიც თემატურად არის დალაგებული ავტორის ნააზრევი („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი.

წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს უწოდებს.

პრინციპს, რომელიც ამ ორი სახის სიტუაციებს აწესრიგებს, ავტორი სამი „K“-ს – კარტეზიუსის (დეკარტეს), კანტისა და კაფკას – პრინციპს უწოდებს.

„პირველი „K“ (დეკარტე) – სამყაროში ადგილი აქვს და ხდება ერთგვარი უმარტივესი და უშუალოდ ცხადი მყოფობა „მე ვარ“. ის, ეჭვქვეშ აყენებს რა სხვა დანარჩენს, არა მხოლოდ ავლენს სამყაროში მიმდინარე მოვლენების (მათ შორის ცოდნაში) განსაზღვრულ დამოკიდებულებას ადამიანის საკუთარი მოქმედებებისგან, არამედ აბსოლუტური სანდოობისა და სიცხადის საწყის წერტილს წარმოადგენს ნებისმიერი განაზრებადი ცოდნისთვის. ამ აზრით ადამიანი – არსებაა, რომელსაც ძალუძს თქვას „მე ვაზროვნებ, მე ვარსებობ, მე ძალმიძს“ – და არის კიდეც სამყაროს შესაძლებლობა და პირობა, რომლის გაგებაც მას შეუძლია, რომელშიც ძალუძს ადამიანურად მოქმედება, რაღაცაზე პასუხისგება და რაღაცის ცოდნა. შესაბამისად, სამყარო შექმნილია (თავისი ჩამოყალიბების კანონის აზრით), ახლა კი შენი ჯერია. რადგან იქმნება ისეთი სამყარო, რომელიც შენ ძალგიძს შეგეძლოს, როგორიც არ უნდა იყოს ბუნების ხილული წინააღმდეგ-აუცილებლობანი, სტიქიურ-ბუნებრივი იძულებანი და ვითარებები.“

„მეორე „K“ (კანტი) – სამყაროს მოწყობაში არის განსაკუთრებული ინტელიგიბელური (გონებით საწვდომი) ობიექტები (განზომილებები), რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ უშუალოდ, გამოცდილებით კონსტატირებად, თუმცა, შემდგომ დაუნაწევრებად ხატებს მთლიანობებისა, ერთგვარ ჩანაფიქრებს, ან პროექტებს განვითარებისა. ამ პრინციპის ძალა იმაშია, რომ ის მიგვანიშნებს პირობებზე, რომელთა არსებობისას დროსა და სივრცეში სასრულ არსებას (მაგალითად, ადამიანს) ძალუძს გააზრებულად განახორციელოს ცდისეული შემეცნების, მორალური მოქმედებების, შეფასების აქტები, მიიღოს კმაყოფილება ძიებით და ა.შ. სხვაგვარად ხომ არაფერს ექნებოდა აზრი – წინ (და უკანაც) უსასრულობაა. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ხდება რეალიზება პირობებისა, რომელთა დროს აღნიშნულ აქტებს საერთოდ აქვთ აზრი (ყოველთვის ლოკალური და დისკრეტული), ანუ დაშვებულია, რომ სამყარო შესაძლოა ისეთიც ყოფილიყო, რომ ისინი უაზროდ ქცეულიყვნენ.“

„მესამე „K“ (კაფკა) – იმავე გარეშე ნიშნებისა და საგნური ნომინაციებისას და მათი ნატურალური რეფერენტების (საგნურ შესაბამისობათა) დაკვირვებადობის პირობებში არ სრულდება ის ყველაფერი, რაც ორი ზემოაღნიშნული პრინციპითაა დასმული. ეს არის ზოგადი K-პრინციპის განხორციელების გადაგვარებული, ანუ რეგრესიული ვარიანტი – „ზომბი“-სიტუაციები, სავსებით ადამიანის მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში მიღმურნი ადამიანისთვის, რომლებიც მხოლოდ იმიტირებას ახდენენ იმისა, რაც სინამდვილეში მკვდარია. მათ პროდუქტს, განსხვავებით Homo sapiens-ის, ანუ სიკეთისა და ბოროტების მცოდნისგან, წარმოადგენს „უცნაური ადამიანი“, „ადამიანი აღუწერადი“.“

წიგნის მეორე ნაწილის ძირითადი თავებია: „ფილოსოფია – ეს არის ცნობიერება გასაგონად“, „სინამდვილის ფილოსოფია“, „ჩემი გამოცდილება არატიპიურია“,  „ეშმაკი თამაშობს ჩვენით, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთ“, „სხვა ზეცა“, „აზრი კულტურაში“,  „სამოქალაქო საზოგადოება“, „თავისუფალი აზროვნება“.

ასევე, მკითხველი წიგნში არაერთ ადგილს შეხვდება, სადაც მკაფიოდ ჩანს მერაბ მამარდაშვილის ქართული, ღრმად ქართული პოზიცია.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი მერაბ მამარდაშვილი
  • გამომცემლობა აქტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 330
  • ფორმატი 145 x 205 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2020
  • ორიგინალის ენა რუსული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო
  • მთარგმნელი დიმიტრი უჩანეიშვილი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.