თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
TP-Link Tapo RV20 Max რობოტ მტვერსასრუტს აქვს როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდის ფუნქცია. აქვს შესრუტვის სიმძლავრის 5 და სველი წმენდის 3 დონე, რომელთა არჩევა სურვილისამებრ შეგიძლიათ. შესრუტვის მაქსიმალური სიმძლავრით 5300Pa, TP-Link Tapo RV20 იდეალურია ხალიჩებისა და იატაკის ღრმა წმენდისთვის, 8.3 სმ სიმაღლის დახმარებით მარტივად გადაადგილდება ავეჯის ქვეშ და შეუძლია 2.2 სმ სიმაღლის ბარიერების გადალახვა.
რობოტი მტვერსასრუტი აღჭურვილია MagSlim™ LiDAR სისტემით და სენსორებით, რომლებიც ეხმარება მას ეფექტურად გაიაროს სახლის სხვადასხვა სივრცეში, თავიდან აიცილოს დაბრკოლებები და დაასუფთავოს ყველა კუთხე. Carpet Avoidance ფუნქციის საშუალებით მტვერსასრუტი არ გადადგილდება ხალიჩაზე, როდესაც სველი წმენდის რეჟიმია ჩართული. ნავიგაცია საშუალებას გაძლევთ ზუსტად დაასკანეროთ ოთახები და შექმნათ 3D რუკა. მოწყობილობის მართვა და მისი პარამეტრების შერჩევა მარტივად შეგიძლიათ Tapo აპლიკაციის საშუალებით. აპლიკაციით შეძლებთ შექმნათ დასუფთავების განრიგი, მონიშნოთ აკრძალური ზონები, ვირტუალური კედლები და სხვა. TP-Link Tapo RV20 Max- ს აქვს Amazon Alexa-ს და Google Assistant-ის მხარდაჭერა, ასე რომ შეგიძლიათ მართოთ თქვენი რობოტი მარტივი ხმოვანი ბრძანებებით.
მოწყობილობა აღჭურვილია 2600 mAh მოცულობის მქონე ძლიერი ბატარეით, რომელიც ერთი სრული დამუტხვით უზრუნველყოფს 3 საათიან უწყვეტ მუშაობას, სრულად დასამუხტად კი სჭირდება 4 საათი. მტვერსასრუტი ავტომატურად უბრუნდება დამტენ სადგურს, როდესაც ბატარეა დასამუხტია, დამუხტვის შემდეგ კი იმ ადგილიდან აგრძელებს დასუფთავების პროცესს სადაც შეჩერდა.
კომპლექტაცია: TP-Link Tapo RV20 Max რობოტი მტვერსასრუტი, დამტენი დოკი, დენის კაბელი, მოპი სველი წმენდისთვის, საწმენდი ჯაგრისი.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.