რობოტი მტვერსასრუტები სახლის დასუფთავებას, ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი უზრუნველყოფენ. მათი ჩართვა დისტანციურადაა შესაძლებელი, რაც კიდევ ერთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს.
ეს მოწყობილობა ოთახში არსებულ მტვერსა და ნარჩენებს დამოუკიდებლად პოულობს და მტვრის ტომარაში აგროვებს. სიმაღლის დაფიქსირების სენსორის დახმარებით, რობოტი მტვერსასრუტები მუშაობის დროს კიბეებსა და შემაღლებულ ადგილებს ერიდებიან, ეს მათი დაზიანების რისკს ფაქტობრივად აქრობს. VELI.store-ზე წარმოდგენილი მოდელების ნაწილს დალაგების პრინციპის პროგრამირების ფუნქცია აქვთ, რომელიც უზრუნველყოფს დღე-ღამის დროის მიხედვით ავტომატურად დაიწყონ დასუფთავება და შემდეგ დასამუხტ ბაზაზე დაბრუნდნენ.
რობოტი მტვერსასრუტები განსაკუთრებით გამოსადეგია შინაური ცხოველების პატრონებისთვის, რადგან მოწყობილობა იდეალურად ასუფთავებს ბეწვს ხალიჩებიდან.
იშოპინგე VELI.store-ის ციფრულ დახლებზე, რათა აღმოაჩინო სახლის მოვლის ტექნიკა მაღალი ხარისხითა და უამრავი კომფორტული შეთავაზებით. რობოტი მტვერსასრუტების გარდა აქ შეძლებ შეიძინო : პორტატული მტვერსასრუტი, კონდიციონერი ან ვენტილატორი ბიუჯეტურ ფასად.
შეარჩიე საუკეთესო ხარისხის რობოტი მტვერსასრუტები VELI.store-ზე
თუ რობოტი მტვერსასრუტების შერჩევა გადაწყვიტე, ველიზე შეხვდები ბრენდებს როგორებიცაა:
- Samsung
- Midea
- Anker
- Yeedi
- Ecovacs
და სხვ.
აღნიშნული ბრენდების პროდუქცია წლებია მომხმარებლის ნდობით სარგებლობს, შესაბამისად, აქ რობოტი მტვერსასრუტების შეძენისას მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივი მოხმარების გარანტია ნამდვილად გაქვს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რობოტი მტვერსასრუტები, მათი ზომის გათვალისწინებით, ადვილად ხვდებიან რთულად მისადგომ ადგილებში და უზრუნველყოფენ მტვრის შეგროვებას საწოლის, დივნისა და კარადების ქვემოთ. მათ დადებით მხარედ, ტრადიციულ მტვერსასრუტებთან შედარებით, ნაკლები ხმაურიც შეიძლება ჩაითვალოს.
რობოტი მტვერსასრუტების მახასიათებლები
რობოტი მტვერსასრუტის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია მოწყობილობის შემდეგ მახასიათებლებზე :
ფილტრის ტიპი - არსებობს ორი ტიპის : ელექტროსტატიკური და HEPA. პირველი მრავალჯერადია, მისი გარეცხვა და კვლავ მოხმარება შეგვიძლია. მეორე ჰაერს უკეთ ფილტრავს, თუმცა დროთა განმავლობაში ახლით ჩანაცვლება სჭირდება.
სიმძლავრე და ზომა - ბუნებრივია, რომ რაც უფრო კომპაქტურია მტვერსასრუტი, მით მარტივია მისი მოხმარება, განსაკუთრებით პატარა სივრცეში. რაც შეეხება სიმძლავრეს, მასთან, გარდა უშუალოდ დასუფთავებისა, დამუხტვის დრო და მომდევნო გამოყენების ხანგრძლივობაც პირდაპირ კავშირშია. ამიტომ სჯობს შეარჩიო საშუალო ან მაღალი სიმძლავრის მოწყობილობა.
თვითწმენდის ფუნქციები - თვითგამწმენდ რობოტი მტვერსასრუტს აქვს დიდი მტვრის კონტეინერი. ის უფრო ნელა ივსება, ვიდრე თავად მტვერსასრუტის კონტეინერი, ამიტომ ნაგვის გადაყრა იშვიათად მოგიწევს.
ბარიერის მაქსიმალური სიმაღლე - მთლიანი არეალის გასუფთავებისას რობოტი მტვერსასრუტები გარკვეულ წინაღობებს აწყდებიან, მაგალითად კარის ზღურბლების სახით. შეუძლია თუ არა რობოტ მტვერსასრუტს ამ კონკრეტული ბარიერის სიმაღლე გადალახოს, მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს მისი შერჩევისას.
VELI.store-ზე შოპინგისას უამრავი ტიპისა და ფუნქციის რობოტ მტვერსასრუტს აღმოაჩენ, ამასთან, აქ შეგიძლია შეიძინო ორთქლის უთოები, ჰაერის გამწმენდები, ქსოვილის ტრიმერები და სხვა უამრავი აქსესუარი სახლის მოვლისთვის. ამავდროულად, ჩვენთან უფასო შეფუთვისა და მიტანის სერვისით ისარგებლებ, რაც დაგეხმარება ფულისა და დროის დაზოგვაში. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.