კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მშვიდი ცურვამშვიდი ცურვა
მშვიდი ცურვა

თბილისში მიწოდება 3 საათში

19.90
მშვიდი ცურვა

მშვიდი ცურვა

ID: 9789941446962
მშვიდი ცურვა  mshvidi curvaმშვიდი ცურვა  mshvidi curva
პირველი 10 გვერდი

რედაქტორი: მარიკა ბაკურაძე

გამოცემის წელი: 2018

გვერდების რაოდენობა: 200

ISBN: 9789941446962

გამომცემლობა: ინტელექტი

19.90

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 9789941446962
ანოტაცია

მშვიდი ცურვა ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანია – ყველაზე გამორჩეული ნაწარმოები მისი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან. რომანი ორ მთავარ პერსონაჟზე – მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს. მათი ცხოვრება პარალელურად ვითარდება, ისინი ერთმანეთის ალტერ ეგოები არიან. მათი ბედისწერა თითქოს გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე – დამანგრეველი. ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა ირაკლი ჩარკვიანი – მეფე. მეორე შუასაუკუნეების სუფიას, ფილოსოფოსის და პოეტის – რუმის ინკარნაციაა. მოქმედება ორ სივრცეში – მატერიალურ და ზემატერიალურ განზომილებაში ვითარდება. თუკი მატერიალურ სივრცეში რომანის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწილია გაშლილი, რომანში წარმოდგენილ სხვა განზომილებაში ბოროტ ძალებს სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა აქვთ ჩაფიქრებული. შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილეა ლენინი, რომლის ინკარნაციასაც რომანში, ასევე ბოროტი ძალის – ქოსა რობოტის, ფონ კლაინეს სახეში ვხედავთ. ირაკლი ჩარკვიანის ეს რომანი-აღსარება ჩვენი დროის ერთგვარი ქრონიკაცაა, სადაც არაერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია შესული უახლესი პერიოდის ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან. რომანი, თავისი სიურეალისტური ესთეტიკით, თითქოს საბჭოთა სინამდვილიდან გაქცევაზეც მიანიშნებს. ქართულ ლიტერატურაში ანტიუტოპიური სამყარო სრულყოფილი სახით პირველად მშვიდ ცურვაში გვხვდება. მშვიდი ცურვის არამატერიალურ განზომილებაში წარმოდგენილია სამყარო, სადაც ბოროტების ემისრების წყალობით, სიცოცხლეზე კონტროლია დაწესებული – აქ ყველა 44 წელი ცოცხლობს, მკვლელობა და თვითმკვლელობა წახალისებულია, რაც გამართლებულია იმ ლოგიკით, რომ ისინი „კეთილს სჩადიან“ რადგან მატერიალური სამყარო სინამდვილეში წარმავალია და მარადისობა სხვა განზომილებაში გადასვლით იწყება. წიგნს ერთვის საინტერესო ფოტომასალა. ირაკლი ჩარკვიანის მშვიდი ცურვა 2014 წელს გამართული ლიტერატურული მარათონის – ჩემი წიგნის გამარჯვებულია.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ირაკლი ჩარკვიანი
  • რედაქტორი მარიკა ბაკურაძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 200
  • ფორმატი 148 x 210 მმ
  • ყდა მაგარი
  • გამოცემის წელი 2018
  • ორიგინალის ენა ქართული
  • ავტორის წარმომავლობა საქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.