კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
იოსები და ძმანი მისნიიოსები და ძმანი მისნი
იოსები და ძმანი მისნი

თბილისში მიწოდება 3 საათში

49.95
იოსები და ძმანი მისნი

იოსები და ძმანი მისნი

ID: 9789941318764
იოსები და ძმანი მისნი  iosebi da dzmani misniიოსები და ძმანი მისნი  iosebi da dzmani misni

მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი

რედაქტორი: გიორგი შარაშენიძე, ლუკა ჭყოიძე

გამოცემის წელი: 2025

გვერდების რაოდენობა: 952

ISBN: 9789941318764

გამომცემლობა: ინტელექტი

ყდა: მაგარი

ფორმატი: 145 x 205 მმ

49.95

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 9789941318764
ანოტაცია

თომას მანმა 1926 წელს მეტად გაბედული „გონებისმიერი ექსპერიმენტი“ წამოიწყო. მან გადაწყვიტა, იოსებ ეგვიპტელზე არსებული ბიბლიური ლეგენდის საფუძველზე შეექმნა რომანების ციკლი – „იოსები და ძმანი მისნი“. ეს რომანი-ტეტრალოგია, რომელსაც თომას მანი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა, მწერლის შემოქმედებაში ყველაზე ვრცელი ტექსტია. ალბათ, უპირველესად, მანის სწორედ ამ ნაწარმოებს გულისხმობდა ენაკვიმატი ბერტოლდ ბრეხტი, როცა ირონიული ღიმილით აცხადებდა: „ყოველთვის მიყვარდა მისი მოკლე მოთხრობებიო“. თომას მანმა განავრცო და ხელახლა გადმოსცა იოსების ამბავი, რისთვისაც მის ხელთ არსებული ყველა თანამედროვე ლიტერატურული საშუალება მოიშველია – „იდეური არსენალიდან თხრობის ტექნიკამდე“. რაც მთავარია, ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის ზეობის ხანაში სამშობლოდან გადახვეწილმა გერმანელმა მწერალმა მკითხველი „წარსულის“ უძირო „ჭაში“ ჩაახედა და ანტისემიტიზმის შხამით მოწამლულ თანამემამულეებს უძველეს იუდეურ ტრადიციასთან დაკავშირებული ბიბლიური ამბავი ახლებურად წააკითხა. ამიტომაც მანს განსაკუთრებით სწორედ ის ესახელებოდა, რომ ამ ნაწარმოებით „ფაშიზმს მითოსი ხელიდან“ გააგდებინა: მან ხომ რასობრივი უპირატესობის ბოდვითი იდეების ბრბოსათვის შეთითხნილ ფაშისტურ მითს „იუდეველთა სულიერ სამყაროზე“ დაწერილი რომანი დაუპირისპირა. ალბათ დიდწილად ამანაც განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელში თომას მანის დამსახურების უპირობოდ აღიარება. გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში, მანის რომანში გაცოცხლებული ძველაღთქმისეული ლეგენდები მკითხველთა მომდევნო თაობებისთვის ერთგვარი დროითი ხიდი გამოდგა უხსოვარ წარსულსა და მომავალს შორის; თავად ავტორის თქმით, ტექსტში „წინა პლანზე გადმოინაცვლებს დაინტერესება ტიპური, მარადსაკაცობრიო, მარადგანმეორებადი, დროის მიღმა არსებული მოვლენებით, ერთი სიტყვით, მითოსური ამბებით“. აქ მსოფლიოს ყველა მითოლოგია: ებრაული, ბაბილონური, ეგ- ვიპტური თუ ბერძნული – ერთ „ჭრელ გორგლადაა დაგრაგნილი“. ასე აღმოჩნდება თანამედროვე მკითხველი არქაულ მითოსთან, როგორც ცხოვრების თავდაპირველ ნიმუშთან და ფორმასთან, დროის მიღმა არსებულ სქემასთან და ძველთაგანვე დადგენილ ფორმულასთან გაშინაურებული.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი თომას მანი
  • მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი
  • რედაქტორი ლუკა ჭყოიძე, გიორგი შარაშენიძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 952
  • ფორმატი 145 x 205 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2025
  • ორიგინალის ენა ქართული
  • მიმართულება თანამედროვე


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.