უფასო მიწოდება
მთარგმნელი: თამარ ჭოხონელიძე, ანა მაყაშვილი, თამარ თითმერია, თეა ტაბიძე
რედაქტორი: თამარ თითმერია
ილუსტრატორი: ნინო ეკიზაშვილი
ნომინაციები: Prometheus Hall of Fame Award
გამოცემის წელი: 2016
გვერდების რაოდენობა: 1360
ISBN: 9789994054596
გამომცემლობა: არეტე
ალისა როზენბაუმი 1905 წლის 2 იანვარს დაიბადა სანკტ-პეტერბურგში წარმატებული ებრაელი ფარმაცევტის ოჯახში, თუმცა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ როზენბაუმებს ქონება ჩამოართვეს. 1921-24 წლებში ის სოციალურ პედაგოგიკას სწავლობდა პეტროგრადის უნივერსიტეტში. კომუნისტური რეჟიმის იმ პირველ წლებში როზენბაუმებს, როგორც „ბურჟუაზიულ ელემენტებს“ ყველანაირად ავიწროვებდნენ და ოჯახი ლამის შიმშილობდა. 1926 წელს ალისამ აშშ-ს ვიზა მიიღო და ემიგრირება მოახერხა. თავდაპირველად ჩიკაგოში ცხოვრობდა, შემდეგ კი ჰოლივუდში დაფუძნდა, სადაც სხვადასხვა წვრილ-წვრილი სამუშაოებით გაჰქონდა თავი. 1930-იან წლებში ალისა როზენბაუმმა - აინ რენდმა - დაწერა რამოდენიმე კინოსცენარი და თავისი პირველი რომანი „ჩვენ ცოცხლები“, რომელშიც საბჭოეთის პირველი წლების რეალობა ასახა. რომანი აშშ-ში წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ევროპული გამოცემები კარგად იყიდებოდა და მუსოლინის იტალიაში მწერლის ნებართვის გარეშე ორი კონოფილმიც კი გადაიღეს. 1943 წელს გამოიცა რომანი „პირველწყარო“, რომელმაც აინ რენდს წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა მოუტანა. მომდევნო წლებში მწერალი ჩართული იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა სხვადასხვა ანტიკომუნისტურ აქტივობებებში და წერდა თავისი ცხოვრების მთავარ ლიტერატურულ ნაშრომს – „ატლანტმა მხრები გაშალა“. წიგნი 1957 წელს გამოიცა და უზარმაზარი წარმატება მოიპოვა. მომდევნო წლებში აინ რენდი ქმნიდა არამხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც ფორმალური სახე მისცა ობიექტივიზმის ფილოსოფიას, რომელიც უკვე ჩამოაყალიბა თავის მხატვრულ ნაწარმოებებში. აინ რენდის რომანების გმირები თავად ცხოვრობენ ობიქტივიზმის იდეებით და თავადვე აყალიბებენ მის ძირითად პოსტულატებს. ანტიკომუნიზმი აინ რენდის პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომაც იკრძალებოდა უმკაცრესად აინ რენდის წიგნები საბჭოთა რეჟიმის დროს - ყველაზე ინტელექტუალ დისიდენტებსაც კი არაფერი სმენოდათ მათ შესახებ მაშინ, როდესაც დანარჩენ მსოფლიოში ისინი მილიონობით იყიდებოდა. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით ”ატლანტმა მხრები გაშალა"" მეორე ადგილზე გავიდა იმ წიგნებს შორის, რომელთაც ამერიკელების პირად ცხოვრებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს. მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩა. აინ რენდის იდეებმა ძლიერი გავლენა იქონიეს მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებზე და, განსაკუთრებით, ლებერტარიანელებზე. ბევრი მსხვილი კორპორაციის ტოპ–მენეჯერი რომანს „ატლანტმა მხრები გაშალა“ თავის სამაგიდო წიგნად ასახელებს. ყველაზე დიდი გავლენა მწერალმა მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივ ადამიანებზე მოახდინა, რომელთაც ირწმუნეს საკუთარი თავის, განავითარეს თავიანთი უნარები და საუკეთესო შედეგებს მიაღწიეს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.