თბილისში მიწოდება 3 საათში
Westinghouse WKBE220 ბლენდერი ძლიერი და გამძლე ძრავით უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ხილის გადამუშავებას, წვენების, სასმლის, პიურის თუ სოუსის მომზადებას. ბლენდინგის გარდა, მოწყობილობას შეუძლია ყინულის დამსხვრევა. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საჭრელი პირები უსწრაფესად ამუშავებს ინგრედიენტებს.
სტაციონალურ ბლენდერს აქვს სიჩქარის 3 დონე და პულსაციის ფუნქცია. კორპუსზე დატანილი რეგულატორით მარტივია სასურველი რეჟიმის არჩევა. მოხსნადი ნაწილების გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რაც მის გამოყენებას და გაწმენდას მარტივს ხდის.
ბლენდერს აქვს 1.5 ლიტრი მოცულობის გამყარებული მინის ჭიქა, რომლის ძრავთან შეერთება-მოხსნა ძალიან მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ. ისევე როგორც პირების, ჭიქის გარეცხვაც უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
Westinghouse-ის რეტრო სერიას აქვს დახვეწილი, კლასიკური დიზაინი, რომელიც უხდება ნებისმიერ დეკორს. კომპაქტურია და არ იკავებს დიდ ადგილს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.