ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
გვთავაზობს წითელი პანდის ფიგურას, რომელიც ბავშვს ეხმარება ნათლად წარმოიდგინოს შესაბამისი ქმნილების რეალური სახე.
ნივთის ზომა: 8.7 x 2.4 x 3.4 სმ
ასაკი: 3+
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
Schleich-ის მაქსიმალურად დეტალური ფიგურები ბავშვს საშუალებას აძლევს ნათლად წარმოიდგინოს ფიგურის რეალური სახე და შექმნას მასთან დაკავშირებული ისტორიები. წითელი პანდა არის პატარა ძუძუმწოვარი, რომელიც ცხოვრობს აღმოსავლეთ ჰიმალაის და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. ის ძირითადად იკვებება ბამბუკით. კონკრეტული სათამაშო იდეალური საჩუქარია ცხოველების მოყვარული ბავშვებისთვის.
Schleich-ი 1935 წელს დაარსდა და თავისივე დამაარსებლის, ფრიდრიხ შლაიქის სახელს ატარებს. დღესდღეობით კომპანია სათამაშოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია გერმანიაში და მისი პროდუქცია თანაბრად აღაფრთოვანებს ბავშვებსა და მოზრდილებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრიდრიხ შლაიქმა 1946 წელს მავთულისა და ხისგან ხავერდის თოჯინა შექმნა და Schleich-ის სათამაშოს სახელით შევიდა ბაზარზე. მოგვიანებით მსოფლიო აღიარებას ლურჯი SmurfsTM -ის ფიგურებით მიაღწია. წლების განმავლობაში ბრენდმა სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი წარმოადგინა, რომლებიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასაკისთვისაა შესაფერისი. ფერმის სამყარო, ველური სამყარო, დინოზავრები 3-8 წლის ბავშვებისთვის შეიქმნა; 5-12 წლის ასაკისთვის, როცა ბავშვს როლური თამაშებისა და თავგადასავლების მოთხოვნილება უყალიბდება, შექმნეს ცხენების კოლექცია სახელწოდებით HorseClub. ფანტასტიკური თემები იმავე ასაკის ბავშვებისთვის Bayala®-სა და Eldrador®-ს საოცრად ჯადოსნურ სამყაროშია გატარებული. Schleich-ი ყოველწლიურად 50 მილიონ ფიგურას ყიდის, რაც დღეში 150,000 გაყიდულ სათამაშოს უტოლდება. დამზადების პროცესში გამოყენებული მასალები და ფიგურების უსაფრთხოება მაქსიმალური სიფრთხილით იტესტება და აკმაყოფილებს გერმანულ და საერთაშორისო სტანდარტებს.