უფასო მიწოდება
ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
გვთავაზობს ტირანოზავრი რექსის ფიგურას, რომელიც ბავშვს ეხმარება ნათლად წარმოიდგინოს შესაბამისი ქმნილების რეალური სახე.
ნივთის ზომა: 28 x 9.3 x 14 სმ
ასაკი: 4+
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
Schleich ბავშვს საშუალებას აძლევს ნათლად წარმოიდგინოს ფიგურის რეალური სახე და შექმნას მასთან დაკავშირებული ისტორიები. ტირანოზავრი რექსი იყო ორფეხა მტაცებელი დინოზავრი, მასიური თავის ქალითა და დაახლოებით 20 სანტიმეტრიანი სიგრძის კბილებით. კონკრეტული სათამაშო იდეალური საჩუქარია დინოზავრების მოყვარული ბავშვებისთვის.
Schleich-ი 1935 წელს დაარსდა და თავისივე დამაარსებლის, ფრიდრიხ შლაიქის სახელს ატარებს. დღესდღეობით კომპანია სათამაშოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია გერმანიაში და მისი პროდუქცია თანაბრად აღაფრთოვანებს ბავშვებსა და მოზრდილებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრიდრიხ შლაიქმა 1946 წელს მავთულისა და ხისგან ხავერდის თოჯინა შექმნა და Schleich-ის სათამაშოს სახელით შევიდა ბაზარზე. მოგვიანებით მსოფლიო აღიარებას ლურჯი SmurfsTM -ის ფიგურებით მიაღწია. წლების განმავლობაში ბრენდმა სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი წარმოადგინა, რომლებიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასაკისთვისაა შესაფერისი. ფერმის სამყარო, ველური სამყარო, დინოზავრები 3-8 წლის ბავშვებისთვის შეიქმნა; 5-12 წლის ასაკისთვის, როცა ბავშვს როლური თამაშებისა და თავგადასავლების მოთხოვნილება უყალიბდება, შექმნეს ცხენების კოლექცია სახელწოდებით HorseClub. ფანტასტიკური თემები იმავე ასაკის ბავშვებისთვის Bayala®-სა და Eldrador®-ს საოცრად ჯადოსნურ სამყაროშია გატარებული. Schleich-ი ყოველწლიურად 50 მილიონ ფიგურას ყიდის, რაც დღეში 150,000 გაყიდულ სათამაშოს უტოლდება. დამზადების პროცესში გამოყენებული მასალები და ფიგურების უსაფრთხოება მაქსიმალური სიფრთხილით იტესტება და აკმაყოფილებს გერმანულ და საერთაშორისო სტანდარტებს.