უფასო მიწოდება
Schleich ბავშვს საშუალებას აძლევს ნათლად წარმოიდგინოს ფიგურის რეალური სახე და შექმნას მასთან დაკავშირებული ისტორიები.
იცოდით, რომ ლომი დიდი კატების ოჯახის ერთადერთი სახეობაა, რომელთა მამრებს ფაფარი აქვთ? ეს დეტალი თვალსაჩინოდ განასახვავებთ მამრებს ძუ ლომებისგან. საინტერესოა, რომ, რაც უფრო დიდი ფაფარი აქვს ლომს, მით უფრო საშიშია თავის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრისთვის. ხშირ შემთხვევებში ნადირობა მდედრ ლომებს ევალებათ, მაგრამ ლომები ჯგუფურადაც ნადირობენ. ამ მხრივ ლომი ცხოველთა ერთადერთი ჯიშია, რომლებიც დიდი სიამაყით ნადირობენ ერთად. ლომები არ არიან ისეთი სწრაფები, როგორც ლეოპარდები და ამიტომ ნადირობისას ისინი ფიზიკურ სიძლიერეს და ტაქტიკას იყენებენ, მაგალითად სხვადასხვა მხრიდან ეპარებიან მსხვერპლს, გარშემო უვლიან და მოულოდნელად ესხმიან თავს. ამ მეთოდით მათ შეუძლიათ ისეთი დიდი ზომის ჩლიქოსნების ხელში ჩაგდება, როგორებიცაა ზებრა, კამეჩი, სპილო.
Schleich-ი 1935 წელს დაარსდა და თავისივე დამაარსებლის, ფრიდრიხ შლაიქის სახელს ატარებს. დღესდღეობით კომპანია სათამაშოების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია გერმანიაში და მისი პროდუქცია თანაბრად აღაფრთოვანებს ბავშვებსა და მოზრდილებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრიდრიხ შლაიქმა 1946 წელს მავთულისა და ხისგან ხავერდის თოჯინა შექმნა და Schleich-ის სათამაშოს სახელით შევიდა ბაზარზე. მოგვიანებით მსოფლიო აღიარებას ლურჯი SmurfsTM -ის ფიგურებით მიაღწია. წლების განმავლობაში ბრენდმა სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი წარმოადგინა, რომლებიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასაკისთვისაა შესაფერისი. ფერმის სამყარო, ველური სამყარო, დინოზავრები 3-8 წლის ბავშვებისთვის შეიქმნა; 5-12 წლის ასაკისთვის, როცა ბავშვს როლური თამაშებისა და თავგადასავლების მოთხოვნილება უყალიბდება, შექმნეს ცხენების კოლექცია სახელწოდებით HorseClub. ფანტასტიკური თემები იმავე ასაკის ბავშვებისთვის Bayala®-სა და Eldrador®-ს საოცრად ჯადოსნურ სამყაროშია გატარებული. Schleich-ი ყოველწლიურად 50 მილიონ ფიგურას ყიდის, რაც დღეში 150,000 გაყიდულ სათამაშოს უტოლდება. დამზადების პროცესში გამოყენებული მასალები და ფიგურების უსაფრთხოება მაქსიმალური სიფრთხილით იტესტება და აკმაყოფილებს გერმანულ და საერთაშორისო სტანდარტებს.