თბილისში მიწოდება 3 საათში
პორტატული LED ნათურა, ეს არის თანამედროვე და ფუნქციური განათების წყარო, რომელიც იდეალურია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებისთვის. მისი კომპაქტური დიზაინი და პრაქტიკული სახელური საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაიტანოთ იგი სხვადასხვა ადგილას, იქნება ეს ბაღი, აივანი, კემპინგი ან ინტერიერის სხვადასხვა კუთხე.
დიზაინი: მინიმალისტური და ფერადი დიზაინი, რომელიც ადვილად ერგება სხვადასხვა ინტერიერს
დამუხტვა: USB-C პორტით; სრული დამუხტვის დრო დაახლოებით 6 საათი
განათება: უზრუნველყოფს განათებას 8-დან 108 საათამდე, შერჩეული სიკაშკაშის დონიდან გამომდინარე
დაარსებიდან ბრენდის მთავარი შთაგონების წყაროა ფერები და ფორმები. სწორედ ამიტომ, 1996 წლიდან დღემდე REMEMBER ინარჩუნებს თავის ნიშას ნებისმიერი პროდუქტის წარმოებისას.

REMEMBER-ის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს სახლის დეკორს, აქსესუარებს, თამაშებს, სამზარეულოსა და სააბაზანოს ნივთებს, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება და უნიკალურ შტრიხებს მატებს ინტერიერს.
REMEMBER-ის პროდუქტებს მოპოვებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო დიზაინში მაღალი ხარისხისა და ავთენტურობის წყალობით.
ბრენდის პროდუქციას შეხვდებით სასაჩუქრე, წიგნის, სათამაშოების, აქსესუარების, ავეჯისა და მუზეუმის მაღაზიებშიც კი.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.