უფასო მიწოდება
გამოცემის წელი: 2024
გვერდების რაოდენობა: 80
ISBN: 9789941862953
ქასო, იგივე ნინო ქასოშვილი თანამედროვე ქართველი გრაფიკოს-დიზაინერია. უძველესი ქართული ორნამენტების შთაგონებით შექმნა გასაფერადებელი ორნამენტების სერია (სულ 16 ორნამენტი), რითაც გააცოცხლა სიმბოლოების ხატვით მკურნალობა-თერაპიის არქაული ტრადიცია. ამიტომაც დაერქვა ამ წიგნს შესაბამისი სახელი - ,,ორნამენტთერაპია“.
ნინო ქასოშვილის თერაპიული ორნამენტები თავისთავადი და უნიკალურია - თითოეულში გამოყენებულია რომელიღაც ფრაგმენტი ქართული ტრადიციული ორნამენტებიდან, მაგრამ მთლიანობაში წარმოადგენს ახალ, უნიკალურ, საავტორო ვერსიას.
პირველი ორნამენტები ჯერ კიდევ პალეოლითის ადამიანმა შექმნა. მისი გეომეტრიული სტილისტიკა პირდაპირ იმეორებს მანდალას კონცეფციას: ესაა - სამყაროს მოწყობისა და მისი ფენომენების სიმბოლურ-გრაფიკული, სქემატური ,,თხრობა“. უძველესი მკურნალები და შამანები სამკურნალო პროცედურების დროს, ხშირად მიმართავდნენ ,,მანდალთერაპიას“ - მანდალების ქვიშაზე ხატვისას, პაციენტი გადაჰყავდათ ,,საწყის დროში“(In Ilo Tempore), როცა ჯერ კიდევ არაფერი არსებობდა, არც სამყარო, არც სნეულებანი, არც თავად ეს ადამიანი და ,,იქედან“ აბრუნებდნენ მას ,,ახალშობილ“ ჯანსაღ, ,,მთლიან ადამიანად“ – Homo Totus-ად.
მკურნალობისა და თერაპიის იმავე პრინციპს ეფუძნება ორნამენტის ხატვა-გაფერადების იდეაც. მასში, ისევე როგორც მანდალაში კონცენტრირებულია სამყაროს საწყისების სასიცოცხლო ენერგიები, რომელსაც ეზიარება და იღებს შემსრულებელი. ამიტომაც წინამდებარე წიგნი - ,,ორნამენტთერაპია“ აგრძელებს მანდალებითა და ორნამენტებით მკურნალობისა და თერაპიის უძველეს ტრადიციასა და პრაქტიკას.
,,ორნამენტთერაპიის“ წიგნი აგებულია ორმაგი სტრუქტურის პრინციპით - მასზე მუშაობა შესაძლებელია ორივე მხრიდან - ,,ღია ფერების სივრციდან“ და ,,მუქი ფერების სივრციდან“, რაც საშუალებას იძლევა ერთი და იგივე ორნამენტი გააფერადოთ ორჯერ - ღია და მუქ ფერებში. ესაა წიგნის თერაპიული პრინციპი, რომელიც ემსახურება გამფერადებლის შინაგან სამყაროში გარესამყაროს დუალურ პოლარობებთან ფერებითა და სიმბოლოებით ცნობიერ-არაცნობიერი კავშირების დამყარებას, ამ გზით კი მათ გაცნობიერებასა და გამთლიანებას, საბოლოოდ, შინაგანი ბალანსის, ჰარმონიული მთლიანობის მიღწევას - Homo Totus-ის მდგომარეობაში გადასვლას.
ინსტრუქციაინსტრუქცია
ორნამენტების გაფერადება შეგიძლია დაიწყოთ წიგნის ნებისმიერი მხრიდან და ადგილიდან. 16 ორნამენტის ბოლოს თერაპიული მიზნით დართულია თითოეული ორნამენტისთვის განკუთვნილი ,,თერაპიული ჩანაწერების სივრცე“, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ყველა ის ემოცია და ფიქრი, რომელიც კონკრეტული ორნამენტის გაფერადებისას თქვენში დაიბადება.
ხათუნა თავდგირიძე
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.