თბილისში მიწოდება 3 საათში
მშრალი საკვები ყველა ჯიშის ლეკვისათვის, ხორცით და ბოსტნეულით
წონა: 11.4 კგ
არომატი: ქათამი, ინდაური, ბოსტნეული
დიდი შეფუთვის შეძენისას 1 კილოგრამის ღირებულება შეადგენს 29 ლარს
უმაღლესი ხარისხის (ჰოლისტიკ), კანადური წარმოების მშრალი საკვები ლეკვებისთვის. ხორცის მაღალი შემცველობით (85%) მოცემული საკვები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. არ შეიცავს მარცვლეულს რის გამოც კარბოჰიდრატების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი.
• მაღალი პროტეინის შემცველობა – შეიცავს 85% ცხოველურ ინგრედიენტებს, რაც ხელს უწყობს ლეკვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას.
• ბუნებრივი ინგრედიენტები – დამზადებულია ნატურალური, ახალი და უმი ინგრედიენტებით, მათ შორის ქათამი, ინდაური, თევზი და კვერცხი.
• ბიოლოგიურად შესაბამისი კვება – გათვლილია ლეკვების ბუნებრივ დიეტაზე, რაც უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების ბალანსს.
• მარცვლეულის გარეშე – არ შეიცავს ხორბალს, სიმინდს, სოიოსა და სხვა მარცვლეულს, რაც ამცირებს ალერგიული რეაქციების რისკს.
• ომეგა ცხიმოვანი მჟავები – უზრუნველყოფს ჯანსაღ კანსა და ბზინვარებაან ბეწვს.
• დაბალანსებული ფორმულა – შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და პრობიოტიკებს, რაც მხარს უჭერს საჭმლის მონელებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას
• მაღალი ხარისხი – დამზადებულია კანადაში, მაღალი ხარისხის სტანდარტებით.

შემადგენლობა: ქათამი (23%), ინდაური (10%), ქათმის შიგნეულობა (ღვიძლი, გული) (8%), ქაშაყი (6%), ჰეკი (5%), კვერცხი (5%), დეჰიდრირებული ქათამი (4%), დეჰიდრირებული ინდაური (4%), დეჰიდრირებული სკუმბრია (4%), დეჰიდრირებული სარდინი (4%), დეჰიდრირებული ქაშაყი (4%), ქათმის ცხიმი (4%), წითელი ოსპი, ბარდა, მწვანე ოსპი, წიწიბურა, ოსპის ბოჭკოვანი, პინტო ლობიო, ლობიო, ინდაურის ღვიძლი (2%), ბარდის სახამებელი, ხმელი კელპი, მთლიანი გოგრა
ანალიტიკური შემადგენლობა: ცილა 38 % ცხიმი 20 % ნედლი ნაცარი 8 % ბოჭკოვანი 5 % ტენიანობა 12 % კალციუმი 1.4 % ფოსფორი 1.1 % ომეგა-6 FA 3 % ომეგა-3 FA 1.1 % DHA 0.35 % EPA 0.25 %
Orijen - კანადური ჰოლისტიკ კლასის ბრენდი, რომელიც ქმნის ბიოლოგიურად შესაბამის საკვებს ძაღლებისა და კატებისთვის, ამიტომ საკვები სრულად აკმაყოფილებს შინაური ცხოველების ბუნებრივ მოთხოვნილებებს. მათი ფილოსოფია ეფუძნება შინაური ცხოველების წინაპრების დიეტის პრინციპების მიბაძვას. საკვების შემადგენლობა მოიცავს 85-90%-მდე ცხოველურ ინგრედიენტებს, რაც უზრუნველყოფს ცილებით მდიდარ და ნუტრიენტებით დაბალანსებულ კვებას.
ბრენდი იყენებს მხოლოდ ახალ და ნედლ ინგრედიენტებს, როგორიცაა თავისუფალ გარემოში გაზრდილი ფრინველი, ფერმერული ხორცი და ველურ ბუნებაში დაჭერილი თევზი. მათი უნიკალური ფორმულები განკუთვნილია ყველა ასაკისა და ჯიშის ძაღლებისა და კატებისთვის. ასევე, პროდუქცია მოიცავს სპეციალურ დიეტებს, რომლებიც ეხმარება წონის კონტროლში, კანისა და ბეწვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, საჭმლის მონელებიში და ენერგიის შენარჩუნებაში.
აღსანიშნავია, რომ ამ საკვებში არ გამოიყენება მარცვლეული, ხელოვნური დანამატები და კონსერვანტები. გარდა ამისა, ნახშირწყლების შემცველობა არასდროს აღემატება კალორიების 25%-ს, რაც ხელს უწყობს მათ ჯანმრთელობას.
ბრენდის მისიაა შინაური ცხოველებისთვის შექმნან ნატურალური და უმაღლესიხარისხის საკვები, რომელიც შეესაბამება მათ ბუნებრივ მოთხოვნილებებს.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.