უფასო მიწოდება
Mondo-ს ეს ჩოგბურთის ჩოგნები შექმნილია Frozen-ის თემატიკაზე და იდეალურია სანაპიროზე დროის სასიამოვნოდ და მხიარულად გასატარებლად. მოყვება ორი ჩოგანი და პატარა ბურთი.
სათამაშო მნიშვნელოვნად ავითარებს თქვენი პატარების მოტორულ უნარებს, ასევე ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებას.
სათამაშო არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ბრენდი Mondo დაარსდა 1948 წელს გალო დალბაში, ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში. მისი დამფუძნებლების, სტროპიანას ოჯახის შესანიშნავი ხედვისა და მათი ძლიერი საწარმოსა გამო, Mondo წლების განმავლობაში გაფართოვდა და ჩამოყალიბდა ეზოს სათამაშოების უმსხვილეს მწარმოებლად, რომელიც ქმნის ისეთ სათამაშოებს როგორებიცაა: სათამაშო ბურთები, ბორბლებიანი სათამაშოები, პლაჟის სათამაშოები, გასაბერი სათამაშოები და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რომ Mondo მუშაობს ყველაზე ცნობილ ბრენდებთან როგორიცაა: Disney, Mattel, Universal და Dreamworks, ამიტომაც მისი სათამაშოები გამდიდრებულია ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებებით.
2006 წლიდან Mondo-მ შექმნა ქვებრენდი Mondo Motors, რომელიც ავითარებს სათამაშო მანქანების ასორტიმენტს. ეს გამოცდილება კომპანიამ თავდაპირველად დაიწყო Die Cast replica-ის მანქანებით, რომელიც მალევე გადაიზარდა დისტანციური კონტროლის მანქანებად.
ამ ყველაფერმა საშუალება მისცა Mondo-ს ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდი ევროპაში.