კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-შიMiniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში

უფასო მიწოდება

365.50522.15-30%
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 1 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 1
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 2 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 2
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 3 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 3
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 4 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 4
Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 5 Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში  miniland chefy 6 sabavshvo kombaini 6-1-shi - ვარიაცია 5

Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში

ID: 8413082894245

Miniland

 

Miniland Chefy 6 საბავშვო კომბაინი 6-1-ში

 

• ათბობს ბავშვის საკვებს ბოთლებსა და ჯამებში

• სტერილიზაციას უტარებს ჭურჭელს

• ორთქლზე ამზადებს საკვებს

 ინარჩუნებს ბავშვის ბოთლისა და ჯამის ტემპერატურას

• აქუცმაცებს საკვებს

• ალღობს საკვებს

 

გარანტია - 24 თვე

365.50522.15-30%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Miniland სამზარეულოს მოწყობილობა 6-1-ში

Chefy სამზარეულოს ყოვლისმომცველი მოწყობილობაა კომპაქტური დიზაინით, საოცარი ფუნქციებით და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. მას ასევე მოყვება ბავშვის ჯანსაღი საკვების რეცეპტების წიგნი, რომლის გადმოწერაც eMyBaby აპლიკაციიდანაა შესაძლებელი. მოწყობილობის ფუნქციები:

1. ათბობს ბავშვის საკვებს ბოთლებსა და ჯამებში.

2. სტერილიზაციას უტარებს ჭურჭელს.

3. ორთქლზე ამზადებს საკვებს.

4. ინარჩუნებს ბავშვის ბოთლისა და ჯამის ტემპერატურას.

5. აქუცმაცებს საკვებს.

6. ალღობს საკვებს.

იდეალურია დედის რძის გასალღვობად და შესათბობად. ამ პროცესის დროს არ იკარგება დედის რძის ვიტამინები და ნუტრიენტები. ახდენს ეფექტურ სტერილიზაციას ბუნებრივი ორთქლით, არ საჭიროებს ქიმიური ნივთიერებების დამატებას. ამასთან, Chefy ყოველთვის გაყობინებთ, თუ რამდენი წუთია დარჩენილი სტერილიზაციის დასრულებამდე. ძალიან მარტივია აპარატის დაშლა და გასუფთავება. გარანტია - 2 წელი.

კომპლექტაცია:

• საკვების დამუშავების ძირითადი ელექტრო დანადგარი/ბლოკი 

• ჭიქა დოზირების დანაყოფებით

• სტერილიზატორის ხუფი

• მაშების კომპლექტი

• გამოყენების ინსტრუქცია, მოკლე სახელმძღვანელო 

უსაფრთხოების ინსტრუქცია:

1. დარწმუნდით რომ დანადგარის ვოლტაჟი შეესაბამება თქვენი ძირითადი დენის წყაროში არსებულ ვოლტაჟს.

2. დარწმუნდით რომ მოხმარების პროცესში დანადგარი მოთავსებულია სწორ და მყარ ზედაპირზე.

3. თუკი დანადგარი, დენის კაბელი ან დენის წყარო დაზიანებულია, გამორთეთ დანადგარი და არ გამოიყენოთ ის.

4. დენის კაბელის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ სერვის ცენტრს.

5. დანადგარის გახურებული ნაწილებს მოეპყარით ძალიან ფრთხილად და მიაქციეთ ყურადღება ორთქლს რომელიც გამოდის კონტეინერიდან საკვების მომზადების პროცესში.

6. გათბობისა და სტერილიზაციის ციკლის განმავლობაში თავსახური და სტერლიზაციტორის ხუფი ძალიან მაღალ ტემპერატურამდე ცხელდება - ნუ შეეხებით გახურებულ ზედაპირებს.

7. დანები მუდმივად უნდა იყოს მიმაგრებული დანადგარზე როგორც საკვების მომზადების ასევე დაბლენდერების რეჟიმებში მუშაობისას.

8. ეს დანადგარი არ არის გამოსაყენებლად განკუთვნილი შეზღუდული უნარების (ფიზიკური, სენსორული თუ გონებრივი) მქონე პირთათვის (ბავშვების ჩათვლით) გარდა იმ შემთხვევისა როცა ეს ხორციელდება მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ზედამხედველობით.

9. ასევე დაუშვებელია დანადგარის მოხმარება ბავშვების მიერ.

10. ნუ გადაადგილებთ დანადგარს ვიდრე ის მუშაობის პროცეშია ან შეიცავს ცხელ სითხეებს.

11. არ მოათავსოთ დანადგარი ცხელ ზედაპირებზე ან მათ სიახლოვეს (მაგ. გახურებული ელექტრო ან აირზე მომუშავე ქურები/ღუმელები).

12. არასოდეს ახადოთ სტერილიზატორის ხუფი სტერილიზაციის ციკლის პროცესში.

13. არ გამოიყენოთ საკვების დამამუშავებელი დანადგარი მაშინ, როცა მასში არ არის წყალი.

14. არასოდეს დატოვოთ წყალი დანადგარის რეზერვუარში.

15. არ გამოიყენოთ ქიმიურად დარბილებული წყალი დანადგარში.

16. არ გამოიყენოთ აბრაზიული მასალები, ანტიბაქტერიული პროდუქტები  ან გამწმენდი საფხეკები დანადგარის გასაწმენდათ; მათეთრებელი ან ქიმიური სასტერილიზაციო ხსნარები.

17. მყარი ნალექის მოცილების ინსტრუქციების შეუსრულებლობამ შეიძლება დანადგარში გამოიწვიოს გამოუსწორებელი დაზიანებები.

18. დანადგარის კომპლექტში არსებული დენის კაბელი არ უნდა გამოიყენოთ სხვა ხელსაწყოებისათვის და პირიქით.

19. დანადგარის გაწმენდის ან მის შენახვის წინ, და ასევე თუკი აპირებთ მასზე დანების დამაგრებას, გამოაერთეთ დანადგარი დენის წყაროდან.

20. ამ დანადგარის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოთ სახლის პირობებში.

გამოყენების ინსტრუქცია

• ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად, როდესაც დანადგარი იმყოფება „მოლოდინის რეჟიმში“, ის ავტომატურად ითიშება 5 წუთის შემდეგ

• მას შემდეგ რაც მოხდება საჭირო ფუნქციის არჩევა, მისი შეცვლა შეუძლებელი იქნება. განსხვავებული ფუნქციის ასარჩევად, გამორთეთ დანადგარი და შემდეგ ჩართეთ თავიდან on/off ღილაკზე დაჭერით.

ჩვილისთვის საკვებიანი ბოთლების და ქილების გათბობა:

ეს დანაგარი მოსახერხებელია ჩვილისთვის კვებით სავსე ბოთლებისა და ქილების გასათბობად. გახსოვდეთ რომ ბოთლი თუ ქილა დანადგარში ახდილი თავსახურებით უნდა ჩაიდოს.

1. ჩაასხით ამ თავში მოცემულ ცხრილებში მითითებული წყლის რაოდენობა დანადგარის რეზერვუარში, ბოთლისა თუ ქილის ტემპერატურიდან და მოცულობიდან გამომდინარე. გამოიყენეთ კომპლექტში არსებული  საზომი ჭიქა ჩასხმული წყლის ოდენობის გასაზომად. ხისტმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს ნალექის გაჩენა რეზერვუარში. შესაბამისად გირჩევთ გამოიყენოთ გაფილტრული წყალი.

2. მოათავსეთ სტერილიზაციის სადგამი რეზერვუარის შიგნით და ჩადეთ ბოთლი სასტერილიზაციო სადგამზე.

3. ჩართეთ დანადგარი ჩართვა/გამორთვის ღილაკზე დაჭერით.

4. დააჭირეთ გათბობის/სტერილიზაციის ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარ დაპროგრამებული მონაცემი ‘5’ რაც მიანიშნებს 5 წუთიან უკუთვლაზე. რამოდენიმე წამში დაიწყება გათბობის პროცესი.

5. დააყენეთ გათბობის დრო 1 დან 20 წუთამდე. ამისათვის გამოიყენეთ „შემცირების“ ან „მომატების“+ ღილაკები რათა შეიყვანოთ გათბობისათვის საჭირო დრო, ამ თავში მოცემულ ცხრილებში მოყვანილი დროის შესაბამისად.

6. გათბობის ციკლი დაიწყება. დასრულებისას, დანადგარი ავტომატურად გამოირთვება.

7. გამორთეთ დანადგარი დენის წყაროდან. გადააქციეთ ნარჩენი წყალი დანადგარიდან შემდეგ კი გამორეცხეთ რეზერვუარის შიდა ზედაპირი და გაამშრალეთ იგი.

სტერილიზაცია:

1.სტერილიზაციისათვის, ჩაასხით 60 მილილიტრის ოდენობის წყალი რეზერვუარში. ჩასხმული წყლის ოდენობის გასაზომად გამოიყენეთ დანადგარის კომპლექტში არსებული საზომი ჭიქა. ხისტმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს მყარი ნალექის გაჩენა რეზერვუარში. შესაბამისად, გირჩევთ გამოიყენოთ გაფილტრული წყალი.

2. მოათავსეთ სტერილიზაციის სადგამი რეზერვუარის შიგნით და ჩადეთ ბოთლი (სრულიად ცარიელი და პირით ქვემოთ) სასტერილიზაციო სადგამზე რის შემდგომაც დაახურეთ რეზერვუარს სტერილიზაციის ხუფი.

3. შეგიძლიათ ასევე სტერილიზაციის მიზნით ბოთლზე დამატებით დაადოთ რაიმე აქსესუარი (მაგალითად ჩვილის საწოვარა).

4. ჩართეთ დანადგარი on/off ღილაკზე დაჭერის მეშვეობით.

5. დააჭირეთ გათბობის/სტერილიზაციის ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარ დაპროგრამებული მონაცემი ‘5’.

6. დააჭირეთ რამოდენიმეჯერ „მომატების“+ ღილაკს, ვიდრე ეკრანზე არ გამოისახება მონაცემი ‘8’. სტერილიზაციის პროცესი დაიწყება რამოდენიმე წამის შემდეგ. 8 წუთიანი სტერილიზაციის ციკლის შემდეგ, ბოთლი და აქსესუარი გასტერილებული იქნება.

7. არ მოაცილოთ სტერილიზაციის ხუფი მანამ ვიდრე სტერილიზაციის ციკლი არ დასრულდება. ჩვენი რეკომენდაცია იქნება რომ დავაცადოთ დანადგარს გაგრილება 3 წუთის განმავლობაში მას შემდეგ რაც დასრულდება სტერილიზაციის ციკლი.

8. გამოაერთეთ დანადგარი დენის წყაროდან. გადააქციეთ ნარჩენი წყალი დანადგარიდან შემდეგ კი გამორეცხეთ რეზერვუარის შიდა ზედაპირი და გაამშრალეთ იგი.

ყურადღება: სტერილიზაციის პროცესის დაწყებამდე, აუცილებლად მნიშვნელოვანია რომ სასტერილიზაციოთ განკუთვნილი ბოთლები და აქსესუარები იყოს სრულიად ცარიელი, სუფთად გარეცხილი და გამშრალებული.

ბოსტენეულის ორთქლში მომზადება:

1. ბოსტენეულის ორთქლზე მოსამზადებლად, ჩაასხით რეზერვუარში 230 მლ წყალი დაახურეთ რეზერვუარის თავსახური. წყლის რაოდენობის გასაზომათ გამოიყენეთ დანადგარის კომპლექტში შემავალი დოზირების ჭიქა. ხისტმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს მყარი ნალექის გაჩენა რეზერვუარში. ამიტომ გირჩევთ რომ გამოიყენოთ გაფილტრული წყალი.

2. ორთქლზე მოსამზადებლად განკუთვნილი ბოსტნეული დაჭერით დაახლოებით 2 სმ-ის ზომის კუბიკებად, მოათავსეთ ისინი დოქის შიგნით და დაახურეთ დოქს თავსახური.

3. მოათავსეთ დოქი დანადგარის ელექტროგამათბობელ ბლოკზე ისე რომ დოქი ზემოდან დაადგათ და მიატრიალეთ დოქი საათის ისრის მიმართულებით სანამ დოქის სახელური არ აღმოჩნდება წინ.

4. ჩართეთ დანადგარი on/off ღილაკის საშუალებით.

5. დააჭირეთ საკვების ორთქლზე მომზადების რეჟიმის ღილაკს. ეკრანზე გამოჩნდება გამოისახება წინასწარ დაპროგრამებული მონაცემი ‘25’; რამოდენიმე წამის შემდეგ დანადგარი ამუშავდება.

6. ბოსტნეულის ორთქლზე მომზადებისათვის საჭირო დრო შეიძლება დავარეგულიროთ 5 დან 30 წუთამდე ხანგრძლივობით. ამისათვის გამოიყენეთ „შემცირების“- ან „მომატების“+ ღილაკები და დააყენოთ შესაბამისი დროის პერიოდი ქვემოთ ცხრილის მოტანილი მონაცემების მიხედვით.

7. ორთქლზე მომზადების დრო დაიწყება. პროცესის დასრულების შემდეგ დანადგარი ავტომატურად გამოირთვება.

8. გამორთეთ დანადგარი დენის წყაროდან.გადააქციეთ ნარჩენი წყალი დანადგარიდან შემდეგ კი გამორეცხეთ რეზერვუარის შიდა ზედაპირი და გაამშრალეთ იგი.

მნიშვნელოვანია: ორთქლზე მომზადების დრო მითითებულია ½ კგ ბოსტნეულზე გაანგარიშებით. ბოსტნეულის სიმწიფიდან გამომდინარე, მომზადების დრო შეიძლება შეიცვალოს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მიზანშეწონილია ბოსტნეულის დაჭრა ნაწილებად.

დაქუცმაცების ფუნქცია:

1. მოათავსეთ ბასრი პირი ბლენდერის ჭურჭელში, მოათავსეთ „ფრეში“ ან მომზადებული საკვები და დაახურეთ ხუფი.

2. ჩადეთ ჭურჭელი აპარატში,  დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით, მანამ სანამ სახელური წინა მხარეს მოექცევა

3. ჩართეთ აპარატი On/Off ღილაკით

4. დააჭირეთ დაქუცმაქების ღილაკს.

შენიშვნა:

1. თუ დაქუცმაცების შემდეგ საკვები თქვენთვის სასურველ კონსისტენციას არ მიიღებს, გაიმეორეთ ციკლი კიდევ ერთხელ.

2. აპარატიდან ამოიღეთ ჭურჭელი, შემდეგ მოხადეთ თავი და გადმოიტანეთ საკვები თეფშზე.

ტემპერატურის შენარჩუნება:

1. არსებული ტემპერატურის შესანარჩუნებლად, მოათავსეთ სასტერილიზაციო სადგამი რეზერვუარის შიგნით და დადგით ბოთლი ან ქილა სასტერილიზაციო სადგამის ცენტრში, რეზერვუარის შიგნით.

2. ჩაასხით რეზერვუარში წყალი ვიდრე ის მიაღწევს ბოთლში ან ქილაში არსებული რძის თუ საკვების დონეს. გაითვალისწინეთ, რომ რეზერვუარის შიგნით არსებული წყლის მაქსიმალური დონე უნდა  იყოს 1 სანტიმეტრით უფრო დაბალი ვიდრე რეზერვუარის მაქსიმალური სიმაღლე.

3. ჩართეთ დანადგარი ჩართვა/გამორთვის ღილაკის საშუალებით.

4. დააჭირეთ „გალღვობის“/“ტემპერატურის შენარჩუნების“ ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარი დაპროგრამებული მონაცემი ‘37’.

5. დაპროგრამებული ტემპერატურაა 37ºC, თუმცა ის შეიძლება დარეგულირდეს 35ºC დან 50ºC -მდე ფარგლებში, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ „შემცირების“ ან „მომატების“+ ღილაკები.

6. რამდენიმე წამის შემდეგ, დანადგარში ჩაირთვება ტემპერატურის შენარჩუნების რეჟიმი და ეს პროცესი გაგრძელდება დანადგარის გამორთვამდე.

გალღვობა:

1. რძიანი ან ფაფიანი ბოთლის თუ ქილის გასალღვობათ, მოათავსეთ სასტერილიზაციო სადგამი რეზერვუარის შიგნით და დადგით ბოთლი ან ქილა სასტერილიზაციო სადგამის ცენტრში, რეზერვუარის შიგნით.

2. ჩაასხით რეზერვუარში წყალი ვიდრე ის მიაღწევს ბოთლში ან ქილაში არსებული რძის თუ საკვების დონეს. გაითვალისწინეთ, რომ რეზერვუარის შიგნით არსებული წყლის მაქსიმალური დონე უნდა იყოს 1 სანტიმეტრით უფრო დაბალი ვიდრე რეზერვუარის მაქსიმალური სიმაღლე.

3. ჩართეთ დანადგარი ჩართვა/გამორთვის ღილაკის საშუალებით.

4. დააჭირეთ „გალღვობის“/“ტემპერატურის შენარჩუნების“ ღილაკს. ეკრანზე გამოისახება წინასწარი დაპროგრამებული მონაცემი ‘37’.

5. რამდენიმე წამის შემდეგ, დანადგარი დაიწყებს ჩადებული ბოთლის/ქილის გალღვობის პროცესს; გაფრთხილება: გალღვობის პროცესს პროცესი გაგრძელდება იქამდე ვიდრე არ გამორთავთ დანადგარს.საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რეკომენდირებულია, მუდმივად მოურიოთ.

6. გაყინული რძის გალღვობისას, იხელმძღვანელეთ ცხრილში მოცემული დროის მიხედვით.

7. გალღვობის პროცესის დასრულების შემდეგ, მიჰყევით „ჩვილისთვის საკვებიანი ბოთლების და ქილების გათბობა“ მოცემულ პროცედურულ ნაბიჯებს. საწყის ტემპერატურად უნდა ავიღოთ 20ºC.

დანადგარის მოვლა:

გაწმენდა:

1. გაწმენდის წინ, ყოველთვის გამორთეთ დანადგარი და გამოაერთეთ ის დენის წყაროდან.

2. გადააქციეთ  ნარჩენი წყალი რეზერვუარიდან.

3. დანადგარი გასაწმენათ გამოიყენეთ ტენიანი ტილოს ნაჭერი

4. არ მოათავსოთ დანადგარის ელექტრონული ნაწილი, დენის კაბელი და შტეფსელი წყალში ან სხვა სახის სითხეში და არ გამოიყენოთ რაიმე სითხე მათ გასაწმენდათ.

5. ეკრანის გაწმენდისათვის გამოიყენეთ რბილი ქსოვილის ნაჭერი.

6. კალათა, სასტერილიზაციო სადგამი, თავსახური და სასტერილიზაციო ხუფი შესაძლებელია რომ გაირეცხოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან ცხელი წყლისა და საპნის საშუალებით.

ყურადღება: სტერილიზატორის გასაწმენდათ არ გამოიყენოთ აბრაზიული მასალები, ქიმიური საწმენდი საშუალებები/გამხსნელი სითხეები და ბასრი ნივთები.

მყარი ნალექის მოცილება:

რეკომენდირებულია რეზერვუარზე დაგროვილი კიროვანი ნალექის მოცილება ყოველ 4 კვირაში ერთხელ რათა უზრუნველყოთ დანადგარის შემდგომი ეფექტური მუშაობა. ამისათვის:

1. ჩაასხით რეზევუარში 80 მლ ცხელი წყლის და 80 მლ თეთრი ძმრის ნაზავი და დახურეთ რეზერვუარი ხუფით.

2. ჩართეთ დანადგარი ჩართვა/გამორთვის ღილაკის საშუალებით

3. დააჭირეთ „გათბობის“/’სტერილიზაციის“ ღილაკს.

4. ეკრანზე გამოისახება წინასწარ დაპროგრამებული მონაცემი ‘5’ და დაიწყება გაწმენდის პროცესი.

5. როდესაც პროცესი დასრულდება, დანადგარი გამოსცემს ხმოვან გამაფრთხილებრლ სიგნალს.

6. გამოართეთ დანადგარი დენის წყაროდან. სრულად დაცალეთ რეზერვუარი, გარეცხეთ ის რამდენიმეჯერ დიდი ოდენობის წყლით და შემდეგ გაამშრალეთ იგი ტენიანი ქსოვილის ნაჭრით.

7. თუკი ამ პროცესის შემდეგ შეამჩნევთ რომ მყარი ნადები ბოლომდე არ მოსცილდა, გაიმეორეთ ზემოთ აღნიშნული პროცედურა.

შენიშვნა:  თქვენ შეგიძლიათ რომ თეთრი ძმრის ნაცვლად ასევე გამოიყენოთ ლიმონმჟავას საფუძველზე დამზადებული მყარი ნადების მოსაცილებელი საშუალებები მათი მწარმოებლისგან გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად. ნუ გამოიყენებთ სხვა ტიპის საშუალებებს ნადების მოსაცილებლად.

დამატებითი მახასიათებლები

Specifications

  • ბრენდიMiniland
  • პროდუქტის ტიპიბლენდერი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.