უფასო მიწოდება
Lovbod Melting ყელის ნიღაბი
ამკვრივებს კანს
ამცირებს ნაოჭების რაოდენობას
ზრდის კანის ელასტიურობას
ატენიანებს & აქვს ლიფტინგ ეფექტი
რეკომენდირებულია ნორმალური, მშრალი & მოწიფული კანისთვის
Cruelty Free
არ შეიცავს პარაბენებს
1x 14 გ
ულტრა თხელი, ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ყელისთვის, არბილებს, ატენიანებს, ამცირებს წვრილ ხაზებს, ნაოჭებს და შესამჩნევად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
ნიღაბი გამდიდრებულია მაღალი კონცენტრირებული ესენციით, რომელიც სწრაფად და ღრმად აღწევს კანის ზედაპირზე და აძლიერებს ეპიდერმისის ბუნებრივ ბარიერს. ნაოჭების საწინააღმდეგო ინგრედიენტი და ბუნებრივი კოლაგენის ექსტრაქტი ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
გამოყენებამდე გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ კანი.
დაიტანეთ ნიღაბი კისერზე გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში, ნაზად გადაინაწილეთ დარჩენილი შრატი კანზე.
Lovbod- წარმოადგენს სხეულის მოვლის პროფესიონალურ კორეულ ბრენდს, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს მაღალეფექტურ და მარტივად გამოსაყენებელ პროდუქციას სხეულის პრობლემური ზონებისთვის.
ბრენდის სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს სტანდარტებისაგან თავის დაღწევა და თითოეული ადამიანის უნიკალური ინდივიდუალური სილამაზის, ჯანმრთელობისა და თავდაჯერებულობის პოპულარიზაცია.
ბრენდის სლოგანია - " გიყვარდეს შენი სხეული, გიყვარდეს შენი თავი".
კანზე გავლენას ახდენს მრავალი გარემო ფაქტორი: სეზონური ცვლილებები, ჩაცმულობა, ცხოვრების წესი, ზრდა და ორსულობა. ვინაიდან სხეულის სხვადასხვა ნაწილის პრობლემები განსხვავებულია, პროდუქტები უნდა იყოს სპეციალიზებული:
BumBum Mask- თეძოებისა და დუნდულოების გამამკვრივებელი ნიღაბი.
Melting Mask for Neck- კისრის გამამკვრივებელი და დამატენიანებელი ნიღაბი.
Melting Mask for Hand - დაბერების საწინააღმდეგო ნიღაბი ხელებისათვის.
Blackberry Body Stick - სხეულის გამამკვრივებელი სტიკი.
Sweet Almond Body Stick - პიგმენტური ლაქებისა და მუქი არეების საწინააღმდეგო სტიკი.
პროდუქცია არის ბუნებრივ და ორგანულ ინგრედიენტებზე დამზადებული.შეესაბამება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებს. არ შეიცავს მავნე და ტოქსიკურ ნივთიერებებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.