უფასო მიწოდება
Lego, ლეგო
გააძლიერეთ ბავშვის ფანტაზია Lego-ს მიკი და მინის მაუსის კოსმოსური რაკეტის ნაკრებით. სათამაშო საშუალებას აძლევს ბავშვებს ''დისნეის'' საყვარელ პერსონაჟებს კოსმოსში შეუერთდნენ!
26.2 x 19.1 x 6.1 სმ
ასაკი: 4+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
Lego-ს სათამაშო კონსტრუქტორიპატარებისთვის აღჭურვილია გასახსნელი სარაკეტო ხომალდით და კოსმოსური სადგურით, პლუს Starter Bricks ელემენტებით.
კოსმოსური კომპლექტი სავსეა სახალისო, განმავითარებელი აქტივობებით, რათა ბავშვებს დაეხმაროს დრო თამაშით შესანიშნავად გაატარონ. შედგება 81 ნაწილისა და 2 მინი ფიგურისგან. კომპლექტს მოყვება მარტივი ინსტრუქციები სურათებით.
აქსესუარებში შედის დიდი ქვა, რომელიც იხსნება და მასში უცხოპლანეტელი თავსდება, პლუს კამერა და პატარა დროშის კონსტრუქცია როლური თამაშის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
დანიური სათამაშოების ბრენდი- Lego, 1932 წლიდან ხის სათამაშოების წარმოებით გახდა ცნობილი.
დღესდღეობით, Lego-ს კუბიკებს თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს. მისი ნაწილები მზადდება გამძლე და უსაფრთხო პლასტმასისგან (ABS). წარმოებული პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებით, კომპანია აწარმოებს ახალ ნაწილებს, რისგანაც დადგენილი სიზუსტით იქმნება Lego-ს კუბიკები. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, კომპანია გვთავაზობს Lego Duplo-ს. Lego-ს სათამაშოების მრავალფეროვანი თემატიკა: ქალაქები, დინოზავრები, წყალქვეშა კვლევები, კოსმოსი, ციხესიმაგრეები, მონსტრები, ვიკინგები და სხვა...