კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy dog, ზრდასრული ძაღლის საკვები კანისა და ბეწვისთვის, ბოცვერის  და ორაგულის ხორცით, 12.5 კგHappy dog, ზრდასრული ძაღლის საკვები კანისა და ბეწვისთვის, ბოცვერის  და ორაგულის ხორცით, 12.5 კგ
Happy dog, ზრდასრული ძაღლის საკვები კანისა და ბეწვისთვის, ბოცვერის და ორაგულის ხორცით, 12.5 კგ

უფასო მიწოდება

225.00
Happy dog, ზრდასრული ძაღლის საკვები კანისა და ბეწვისთვის, ბოცვერის  და ორაგულის ხორცით, 12.5 კგ  happy dog, zrdasruli dzaghlis sakvebi kanisa da betsvistvis, bocveris  da oragulis khorcit, 12.5 kg - ვარიაცია 1 Happy dog, ზრდასრული ძაღლის საკვები კანისა და ბეწვისთვის, ბოცვერის  და ორაგულის ხორცით, 12.5 კგ  happy dog, zrdasruli dzaghlis sakvebi kanisa da betsvistvis, bocveris  da oragulis khorcit, 12.5 kg - ვარიაცია 1

Happy dog, ზრდასრული ძაღლის საკვები კანისა და ბეწვისთვის, ბოცვერის და ორაგულის ხორცით, 12.5 კგ

ID: 4001967014099

Happy Pets

 

Happy Dog

 

საკვები იდეალურია ბეწვის ბზინვარებისთვის და კანის სიჯანსაღისთვის; პრეტენზიული მჭამელი, ალერგიული, მგრძნობიარე ზრდასრული ძაღლებისთვის;

 

მოცულობა: 12.5 კგ

 

არომატი: ბოცვერი, ორაგული

 

ძაღლის ასაკი: ზრდასრული

225.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

შემადგენლობა

ანალიტიკური კომპონენტები:
ნედლი ცილა 21.0%, ნედლი ცხიმი 10.0%, ნედლი ბოჭკოვანი 3.0%, ნედლი ნაცარი 7.0%, კალციუმი 1.3%, ფოსფორი 0.9%, ნატრიუმი 0.45%, კალიუმი 0.7%, მაგნიუმი 0.1%, ომეგა-2.5% ცხიმოვანი მჟავები. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები 0.3% 

დანამატები

ვიტამინები/კგ:
ვიტამინი A (3a672a) 16000 IU, ვიტამინი D3 (3a671) 950 IU, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილის აცეტატი 3a700) 115 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი 3a821) (8 მგ 2 რიბლავ5 ვიტამინი B2) ) 4 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 3a831) 4 მგ, ბიოტინი (3a880) 450 მკგ, კალციუმის D-პანტოტენატი (3a841) 10 მგ, ნიაცინი (3a314) 45 მგ, ვიტამინი B12 65 მგქოლინი 890მგ.

მიკროელემენტები/კგ:
რკინა (შავი სულფატის მონოჰიდრატი 3b103) 75 მგ, სპილენძი (სპილენძის(II) სულფატი პენტაჰიდრატი 3b405) 15 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603 100 მგ, ამინომჟავა თუთიის ქელატი, ჰიდრატი 30 მგ მანეზე 30 მგ, 160 მგ) (მანგანუმის (II) ოქსიდი 3b502) 30 მგ, იოდი (კალციუმის იოდატი, უწყლო 3b202) 2.5 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი 3b801) 0.2 მგ

ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i)

Happy dog, ზრდასრული ძაღლის საკვები კანისა და ბეწვისთვის, ბოცვერის და ორაგულის ხორცით, 12.5 კგ

Happy Dog Sensible Ireland

ბეწვის ბზინვარებისთვის და კანის სიჯანსაღისთვის 

Happy Dog Sensible Ireland-ის უგემრიელესი ფორმულა, გახლავთ მგრძნობიარე ხაზიდან, რომელიც კარგად მუშაობს ბეწვზე და კანზე.

საკვები შეიცავს ორაგულს და ბოცვერს.

ორაგული მდიდარია აუცილებელი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ბევრ სასარგბელო თვისებებთან ერთად არეგისურებს სისხლის მიმოქცევას თქვენი ოთხფეხა მეგობრის ორგანიზმში;

ხოლო ბოცვერი,  უზრუნველყოფს ბიოლოგიურად ღირებულ ცილას და სხვა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს.

მთელი მარცვლეული, რომელიც გამოყენებულია ფორმულაში თქვენს ძაღლს აძლევს მნიშვნელოვან დიეტურ ბოჭკოებს, რომელიც ეხმარება მის საჭმლის მომნელებელ სისტემას, საკვების უკეთ გადამუშავებაში.

ახალზელანდიური მწვანე მიდიები, ნატურალური ხონდროპროტექტორების წყაროა და იდეალურია სახსრებისთვის და იოგებისთვის;

Happy Dog Sensible Ireland-ის  გემრიელი რეცეპტი განკუთვნილია თქვენი მხიარული,  ოთხფეხა ზრდასრული მეგობრებისთვის 11 კგ-დან.

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით.
დროთა განმავლობაში,  საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა,  რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც  ძაღლისა და კატის  საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში.
დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.

გლობალური ყოფნა
რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე  Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც!

საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის
საქართველო, 2019 წელს,  77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა,  რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას.
საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე.
ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც -  Happy dog & Happy cat  აქვს  ორი  FIT and  VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.
და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.


ხარისხი და უსაფრთხოება
ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან.
ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. 
ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.

Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები
Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან.
ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და  ჯანსაღი სახსრების გარანტია.

Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2%  აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს.
იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა.


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“


 
 

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიHappy Dog
  • წონა12.5 კგ
  • არომატიბოცვერი, ორაგული
  • ცხოველის ასაკიზრდასრული
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • კვების რეჟიმიბზინვარე კანი და ბეწვი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.