კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები სახსრებისთვის, ორაგულით, 10 კგHappy dog, ძაღლის მშრალი საკვები სახსრებისთვის, ორაგულით, 10 კგ
Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები სახსრებისთვის, ორაგულით, 10 კგ

უფასო მიწოდება

195.00
Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები სახსრებისთვის, ორაგულით, 10 კგ  happy dog, dzaghlis mshrali sakvebi sakhsrebistvis, oragulit, 10 kg - ვარიაცია 1 Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები სახსრებისთვის, ორაგულით, 10 კგ  happy dog, dzaghlis mshrali sakvebi sakhsrebistvis, oragulit, 10 kg - ვარიაცია 1

Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები სახსრებისთვის, ორაგულით, 10 კგ

ID: 4001967146875

Happy Pets

 

Happy Dog

 

ვეტერინარული გამის, უგლუტენო საკვები; სახსრების და მყესებისთვის; კოლაგენის, გლუკოზამინის და ახალზელანდიური მიდიების შემცველობით; ორაგულისა და ფრინველის ფორმულა; ნედლი ცილა – 25%, ნედლი ცხიმი – 12%;

 

მოცულობა: 10 კგ

 

არომატი: ორაგულის და ფრივნელის ხორცით

 

ძაღლის ასაკი: 6 თვიდან

 

ძაღლის ზომა: უნივერსალი

195.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

შემადგენლობა

ანალიტიკური კომპონენტები

ნედლი ცილა 25.0%, ნედლი ცხიმი 12.0%, ნედლი ბოჭკოვანი 5.5%, ნედლი ნაცარი 6.0%, კალციუმი 1.05%, ფოსფორი 0.75%, ნატრიუმი 0.5%, კალიუმი 0.85%, მაგნიუმი 0.1%, ომეგა-35% ცხიმოვანი მჟავა. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები 1,5%, ვიტამინი E (სულ) 0,06%, ეიკოსაპენტაენური მჟავა EPA 0,07%.

დანამატები

ვიტამინები/კგ:

ვიტამინი A (3a672a) 17000 IU, ვიტამინი D3 (3a671) 1000 IU, ვიტამინი E (ყველა რას-ალფა-ტოკოფერილაცეტატი 3a700) 500 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი 3a821) (8 მგ 225 ვიტამინი B) ) 4 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 3a831) 4 მგ, ბიოტინი (3a880) 490 მკგ, კალციუმის D-პანტოტენატი (3a841) 10 მგ, ნიაცინი (3a314) 50 მგ, ვიტამინი B12 75 მკგ ვიტამინი Cფოკალტი 3a312) 250 მგ, ქოლინის ქლორიდი (3a890) 55 მგ.

ელემენტები/კგ:

რკინა (რკინის სულფატი, მონოჰიდრატი 3b103) 105 მგ, სპილენძი (სპილენძის (II) სულფატის პენტაჰიდრატი 3b405) 10 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი 3b603 80 მგ, ამინომჟავა თუთიის ქელატი, ჰიდრატი 3b606 (20 მგ, მანგანუმი II) 1 ) ოქსიდი 3b502) 25 მგ, იოდი (კალციუმის იოდატი, უწყლო 3b202) 2.0 მგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი 3b801) 0.1 მგ. ანტიოქსიდანტები, ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთებიდან 1b306(i).

Happy dog, ძაღლის მშრალი საკვები სახსრებისთვის, ორაგულით, 10 კგ

Happy Dog Vet Mobility

სამკურნალო საკვები, ძვალსახსროვანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

Happy Dog VET Mobility  არის დაბალანსებული, სრულფასოვანი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის. იგი სპეციალურად  სახსრების სიჯანსაღისთვის და გასაძლიერებლად შეიქმნა; მაღალი ხარისხის, უგლუტენო რეცეპტი დამზადებულია საუკეთესო ნედლეულისაგან, რომელიც ყველა ძაღლისთვის ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია.

ორაგული და ფრინველის ხორცი, რომელსაც ეს  ფორმულა შეიცავს,  თქვენი ძაღლის ორგანიზმს აუცილებელი ცილებითა და ცხიმებით ამარაგებს. საკვებში შემავალი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ სახსრების და მყესების მობილობასა და ელასტიურობას;

საკვები ასევე შეიცავს მაღალი ხარისხის აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა:

5000 მგ ახალზელანდიური მიდიის ხორცი, 5000 მგ გლუკოზამინი, 5000 მგ კოლაგენის ჰიდროლიზატი.

გლუკოზამინი (5000 მგ), რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხრტილის შემაერთებელ ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში,  ძაღლის სახსარს ელასტიურობას უნარჩუნებს.

კოლაგენი (5000 მგ)  გვხვდება მყესებში, ლიგამენტებსა და სასახსრე ხრტილში, ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილებში და  სტაბილურობას უზრუნველყოფს.

საუკეთესო დადებითი ეფექტისთვის, საკვებს აქვს E ვიტამინის მაღალი შემცველობა, რომელიც მუშაობს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაზე და ეხმარება უჯრედების დაცვას სტრესისგან.

Happy Dog VET Mobility  – დაბალანსებული საკვები თქვენი ოთხფეხა მეგობრის ცხოვრების უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს, უფრო მარტივს ხდის მის გადაადგილებას. საკვებში შემავალი ბოჭკოს შედარებით  მაღალი დონე,  ორგანიზმს საკვების უკეთ ათვისებაში ეხმარება;

Happy Dog VET Mobility-ის საკვებით  შესაძლებელია ძაღლის გამოკვება 8-თვიდან სიბერემდე.  საკვები შესაფერისია  ყველა ჯიშის ძაღლისთვის. მათ შორის კასტრირებული და ჭარბწონიანი ძაღლებისთვისაც;

Happy Pets

ყველაფერი დაიწყო 1765 წელს, მარცვლეულის წისქვილში, მდინარე სინგოლდზე, ვერიგენში, გერმანიაში, როდესაც ერთ-ერთმა ბავარიულმა, მიულერების ოჯახმა გადაწყვიტა, ჯერ მხოლოდ საკუთარი ძაღლებისთვის, გამოეგონებინათ პირველი სრული მშრალი საკვები, მარცვლეულისა და გამომშრალი ხორცის შერევით.
დროთა განმავლობაში,  საოჯახო ბიზნესის, Interquell-ის სახელით, მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. ინოვატორმა კომპანიამ, როგორც მსოფლიოში პირველებმა,  რომლებმაც შექმნეს პირველი მშრალი საკვები ძაღლებისთვის, სახელი სწრაფად გაითქვა და ასე დაიბადა Happy dog & Happy cat - „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც  ძაღლისა და კატის  საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი გახდა. კომპანია დღემდე მიულერების ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებასა და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიული ხარისხის ლაბორატორიაში.
დღემდე, HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ერთადერთი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს და პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.

გლობალური ყოფნა
რეცეპტები, ინგრედიენტები და დანამატები წლების განმავლობაში იხვეწებოდა და იხვეწება დღემდე, უახლეს სამეცნიერო ცოდნაზე დაყრდნობით და სპეციალური კვლევების შესაბამისად. საბოლოოდ, მსგავსმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Happy Dog-მა პირველი ადგილი დაიკავა ძაღლების მშრალი საკვების სექტორში, გერმანიის სპეციალიზებულ ცხოველთა მაღაზიებში. Happy Dog-ის საკმაოდ მოთხოვნადმა პროდუქტებმა ვერინგენიდან დანარჩენ მსოფლიოშიც იპოვა თავისი ადგილი და ახლა, უკვე  Happy Dog ხელმისაწვდომია ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ნაწილში, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და რაც მთავარია, საქართველოშიც!

საქართველო - ბედნიერი ძაღლებისთვის
საქართველო, 2019 წელს,  77-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა,  რომლის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, გერმანელებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობასა და სიახლეების დანერგვას.
საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, Happy dog & Happy cat -ს გააჩნია ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მორგებულია ყველანაირ საჭიროებაზე.
ამასთანავე დიფერენცირებულია საფასო სეგმენტიც -  Happy dog & Happy cat  აქვს  ორი  FIT and  VITAL და Naturqroq ხაზი - ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.
და კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება და რა თქმა უნდა, საქართველოშიც პროდუქცია ინახება სრული წესების დაცვით, სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.


ხარისხი და უსაფრთხოება
ცხოველების ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომპანია ფოკუსირებულია ზომიერ ენერგეტიკულ შემცველობაზე, რომელიც ადაპტირებულია კატებისა და ძაღლების მოთხოვნებთან.
ბევრი კონკურენტი პროდუქტისგან განსხვავებით, Happy Dog და Happy Cat იწარმოება მცენარეული ცილის შემცვლელების გარეშე, როგორიცაა სოიო, და ასევე არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებსა და კონსერვანტებს. 
ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და ყველა რეცეპტი ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს.

Happy dog - ის ბედნიერი ძაღლები
Happy dog - ის პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ დღემდე Happy dog არის ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომლის საკვებსაც იყენებენ სპეციალიზებული საშენები და მწვრთნელები. მათ შორის საქართველოშიც ყველაზე ცნობილი მაშველი ძაღლებიც, ჰეფი დოგით იკვებებიან.
ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და  ჯანსაღი სახსრების გარანტია.

Კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
კომპანია გამოირჩევა მაღალი კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობით ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს მიმართ. მხოლოდ ერთი მაგალითი საკმარისია ამის დასადასტურებლად, უკვე მრავალი წელია კომპანიამ შექმნა მარცვლეულის გარეშე პროდუქტი - Happy Dog Africa, რომლის შეძენის შემთხვევაში, ნებისმიერი მომხმარებელი ავტომატურად ერთვება მსოფლიოს საქველმოქმედო აქციაში, ამ პროდუქტის შეძენისას გადახდილი თანხის 2%  აფრიკის SOS ბავშვთა სოფლებს ერიცხება. ამჯერად, შემოწირულობა აფრიკელი ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომლობას უზრუნველყოფს.
იმ უამრავი საქველმოქმედო და ეკომეგობრული პროქტებისა, რომელსაც ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, საქარველოც, რა თქმა უნდა, იზიარებს ამ მიდგომებს და კომპანია არაერთი საქველმოქმედო აქციის/პროექტის/ღონისძიების სპონსორი, მხარდამჭერი და ხშირ შემთხვევაში ოგანიზატორიც ყოფილა.


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“


 
 

დამატებითი მახასიათებლები

  • ბრენდიHappy Dog
  • წონა10 კგ
  • ცხოველის ასაკი6 თვიდან
  • არომატიორაგული
  • ბრენდის წარმომავლობაგერმანია
  • კვების რეჟიმიძლიერი სახსრები
  • ცხოველის ზომასაშუალო, დიდი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.