თბილისში მიწოდება 3 საათში
Hanah Home-ის თანამედროვე დიზაინით გამორჩეული ტუმბო იდეალური დანამატია თქვენი სახლისთვის. მაღალი ხარისხის, გამძლე მასალებისგან დამზადებული, ელეგანტური და მინიმალისტური დიზაინით. კომპაქტური ზომა და პრაქტიკული სტრუქტურა საშუალებას გაძლევთ მარტივად განათავსოთ ნებისმიერ სივრცეში, ქმნის მოწესრიგებულ და ფუნქციურ ინტერიერს. განაახლეთ თქვენი საძინებელი ამ ელეგანტური ტუმბოთი და შეიგრძნეთ სტილისა და პრაქტიკულობის იდეალური კომბინაცია.
მასალა: დამზადებულია MDF-ის მასალით - გამძლე, მარტივად გასაწმენდი და ვიზუალურად მიმზიდველი მასალისგან, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს პირვანდელ იერს.
დიზაინი: მუხის ფერის სუფთა და თანამედროვე კონცეფცია ტუმბოს ბუნებრივ და თბილ იერს სძენს, მარტივად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერის სტილს — იქნება ეს სკანდინავიური, მინიმალისტური თუ თანამედროვე სასტუმროს სტილი.
მოსახერხებელი ზომა: 120 x 45 x 30 სმ - კომპაქტური და ამავდროულად ტევადი, ზომის მიუხედავად, ის უზრუნველყოფს საკმარის ადგილს ყოველდღიური ნივთების მოსათავსებლად. ტუმბო შესაფერისია როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის საძინებლებისთვის.
Hanah Home - სკანდინავიური ფუნქციურობა თანამედროვე ცხოვრებაში.
Hanah Home ბრენდს სჯერა რომ ვიზუალურთან ერთად პროდუქცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, პრაქტიკული და აკმაყოფილებდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. ბრენდი დაფუძნებულია სკანდინავიური დიზაინის პრინციპებზე, რასაც სახლში სინათლე, ორგანიზებულობა და ჰარმონიულობა შემოაქვს.
Hanah Home სპეციალიზირებულია ისეთი დიზაინის შექმნაში, რომელიც ითვალისწინებს სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას და ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას. ჭკვიანი თაროები, მრავალფუნქციური მაგიდები - ყოველი პროდუქტი შექმნილია პრაქტიკულობისთვის. ტრადიციული ვიზუალებიდან მიღებული შთაგონების მიუხედავად, ბრენდის მთავარი ყურადღება მიმართულია თანამედროვე ესთეტიკაზე უნიკალური იერის შესაქმნელად.
ხარისხი და მრავალფეროვნება ნებისმიერი სივრცისთვის
Hanah Home-ის ხელმისაწვდომობა და ხარისხი განისაზღვრება მასალების შერჩევით. მაღალი ხარისხის მელამინით დაფარული MDF განაპირობებს სუფთა, ესთეტიკურ ვიზუალს და მდგრადია ნაკაწრებისა და ტენიანობის მიმართ, ამასთანავე, მასალა მარტივია მოსავლელად. ამ ყოველივემ Hanah Home-ს მისცა საშუალება შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ოთახშია შესაძლებელი - ტენიან აბაზანასა თუ მისაღებში.
Hanah Home დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სახლის მოწყობის გამოწვევებს თქვენი სივრცის ჰარმონიულობისთვის.
Hanah Home ითავსებს ჭკვიან დიზაინს, უნივერსალურ სტილსა და პრაქტიკულობას, რაც ქმნის ორგანიზებული, ჰარმონიული და პრაქტიკული ცხოვრების შესაძლებლობას
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.