კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Freeza მინი მაცივარიFreeza მინი მაცივარი
Freeza მინი მაცივარი

უფასო მიწოდება

289.00
Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 1 Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 1
Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 2 Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 2
Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 3 Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 3
Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 4 Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 4
Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 5 Freeza მინი მაცივარი  freeza mini macivari - ვარიაცია 5

Freeza მინი მაცივარი

ID: 5008418291000

Freeza

Freeza - 𝗖𝗼𝗼𝗹 𝗗𝗼𝘄𝗻, 𝗪𝗮𝗿𝗺 𝗨𝗽, 𝗦𝘁𝗼𝗿𝗲 𝗜𝗻 𝗧𝗼 𝗘𝗻𝗷𝗼𝘆

•   მულტიფუნქციური & პორტატული მინი-მაცივარი

•   გამოიყენება კოსმეტიკური საშუალებების, მედიკამენტების, ბავშვის კვებისა და სასმელების შესანახად

•   ცივი და თბილი რეჟიმი: 15°-მდე გაგრილება და 65°-მდე გათბობა

•   ბრენდირებულია საქართველოში

•   მოცულობა 4 ლიტრი 

•   ენერგოეფექტური 

•   ეკომეგობრული

•   სახლისთვის და ავტომობილისთვის

•   მოყვება შესაერთებელი როგორც საშინაო დენის წყაროსთვის(220V), ასევე, 12V-იანი შესაერთებელი ავტომანქანისთვის

289.00

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Freeza მინი მაცივარი

✔ მულტიფუნქციური მინი-მაცივარი, საუკეთესო დამცავი სათავსოა თქვენი პარფიუმერიის, კრემების, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებისა და სახის მასაჟორებისთვის. მასში, ასევე, შეგიძლიათ, შეინახოთ დამატენიანებლები, ნიღბები, ზეთები და შრატები. მაცივარი მოსახერებელია მედიკამენტების, საკვების, სასმელისა და გამოწველილი რძის შესანახად.

✔ მსუბუქი და პორტატული: Freeza მინი-მაცივარში, შესაძლებელია, 330 მილილიტრი მოცულობის ექვსი ერთეული სასმლის, კოსმეტიკური თუ სახის მოვლის პროდუქტის შენახვა. იდეალურია კოსმეტიკის მაგიდაზე მოსათავსებლად, მოგზაურობისას თუ პიკნიკზე ყოფნისას.

✔ მინი-მაცივრის მობილური თაროები, მოგცემთ საშუალებას, შეინახოთ მომცრო მოცულობის იოგურტი, ხილის, რძის, წვენისა და სმუზის მცირე ულუფები და რძე ჩვილებისთვის.

✔ მინი-მაცივარი აღჭურვილია მოსახერხებელი სახელურით, რაც მის გადატანას ამარტივებს. იდეალურია საძინებელში და ოფისში მოსათავსებლად, მანქანით ან მატარებლით მოგზაურობისას, პიკნიკზე წასაღებად და სხვა.

✔ Freeza მინი-მაცივარი, თქვენი კანის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს, გამოყენების ვადას გაუხანგრძლივებს და, ოთახის ტემპერატურასთან შედარებით, 15 გრადუსით მეტი გაგრილებით, მავნე ბაქტერიებსაც შეამცირებს.

✔ შეინახეთ ყველა ორგანული პროდუქტი ამ კომფორტულ მაცივარში და შეუნარჩუნეთ მათ გამოყენების ვადა და ხარისხი.  გაგრილებასთან ერთად, მაცივარს აქვს 65 გრადუსამდე გათბობის რეჟიმიც, რაც საკვები პროდუქტის როგორც ცივ, ისე თბილ მდგომარეობაში შენახვას უზრუნველყოფს.

✔ დამზადებულია მაღალფუნქციური პლასტმასისგან, რომელიც გამოიყენება ავტომანქანების, საყოფაცხოვრებო აღჭურვილობისთვის, მათ შორის მაცივრებისთვის.

გაუფრთხილდით გარემოს:

მაცივრის უნიკალური ნახევრადგამტარი ფუნქციონირება, ზოგავს ენერგიას, არის შესამჩნევად ჩუმი და 100%-ით გარემომეგობრული.

▸მაცივარს არ გააჩნია ფრეონი, აღჭურვილია უსაფრთხო ტექნოლოგიით და გამოირჩევა გამძლეობით.

▸მაცივარს მოჰყვება შესაერთებელი როგორც საშინაო დენის წყაროსთვის (220V), ასევე, 12V-იანი შესაერთებელი ავტომანქანისთვის. გამოიყენეთ შინ ან მგზავრობისას.

უსაფრთხოების ზომები:

▸ მოწყობილობა მოარიდეთ წყალს. არ დატოვოთ წვიმაში ან ნესტიან ადგილას.

▸ ჩართული მოწყობილობა მოარიდეთ მზის სხივებთან უშუალო კონტაქტს.

▸ ნუ დაახშობთ ძრავის სავენტილაციო ღიობს.

▸ ვენტილაციის გამართულად მუშაობისთვის, მის გარშემო, მინიმუმ, 10 სმ-იანი თავისუფალი სივრცე დაიცავით.

▸ თუ მოწყობილობას არ იყენებთ, გამორთეთ ელექტროენერგიის წყაროდან და აუცილებლად დაცალეთ.

▸ მოწყობილობის გასასუფთავებლად, გამოიყენეთ მხოლოდ სველი რბილი ქსოვილი.

▸ ლაქების მოსაშორებლად, შეგიძლიათ, დაუმატოთ მცირეოდენი თხევადი საპონი.

▸ ავტომანქანაში გამოყენებისას, როდესაც ძრავა გამორთულია, სავალდებულოა, მაცივარი მასთან დამაკავშირებელი წყაროდანაც გამორთოთ.

მონტაჟი:

✓ ფრთხილად ამოიღეთ ყუთიდან და გაწმინდეთ რბილი სველი ქსოვილით.

✓ შეაერთეთ დენის წყაროში:

✓ სახლში გამოყენებისას, AC ადაპტერი შეაერთეთ 100V-240V AC ვოლტიან დენის წყაროში.

✓ ავტომანქანაში გამოყენებისას, 12-Volt DC მანქანის ადაპტერი შეაერთეთ სანთებელას ელექტრო ბუდეში.

მითითება:

▸ სამუშაო რეჟიმის შეცვლისას, ჩართვის ღილაკი, OFF პოზიციაში, მინიმუმ, 5 წუთით დატოვეთ.

▸ კონდენსაციისას წარმოქმნილი სისველე, პერიოდულად, რბილი ქსოვილით გაწმინდეთ.

გაფრთხილება:

ბავშვები ელექტროსადენებს მკაცრად მოარიდეთ.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ბრენდიFreeza

ტექნიკური მახასიათებლები

  • კვება12V / 220V
  • მასალამაღალფუნქციური პლასტმასი, Virgin ABS
  • გაგრილების პრინციპინახევრადგამტარი/თერმოელექტრული გაგრილება
  • გაგრილებაგარემოს ტემპერატურაზე. დაახლოებით 15°C-ით დაბალი
  • გათბობა65°C მდე
  • მოცულობა4 ლ
  • ფერივარდისფერი

ზომები და წონა

  • ზომა26.8 სმ - 19 სმ - 28.4 სმ
  • წონა2 კგ


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.