თბილისში მიწოდება 3 საათში
Bosch MES25A0 წვენსაწურს აქვს ძლიერი ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ხილის და ბოსტნეულის დაწურვას. წვენსაწურს შეუძლია მთლიანად და სრულად გაწუროს ესა თუ ის ხილი და ბოსტნეული, შესაბამისად პროდუქტები არ საჭიროებს წინასწარ დაჭრას. მოწყობილობას აქვს სიჩქარის 2 დონე, რომელთა კონტროლი კორპუსზე განთავსებული რეგულატორიდან მარტივად შეგიძლიათ.
წურვის პროცესი არ არის დამღლელი, სწრაფი, მარტივი და სახალისოც კია. 1250 მლ მოცულობის წვენის და 2 ლ მოცულობის რბილობის კონტეინერებში შესაძლებელია სხვადასხვანაირი წვენის მომზადება მთელი ოჯახისთვის. Bosch MES25A0-ს მოყვება უჟანგავი ფოლადის საწური წვენის ფილტრაციისთვის. პლასტმასის ნაწილები არ შეიცავს BPA-ს და შესაბამისად სრულიად უსაფრთხოა მოხმარებისთვის. მოწყობილობას აქვს 1 მ სიგრძის კაბელი, რაც მის გამოყენებას კომფორტულს ხდის.
Bosch MES25G0 წვენსაწურს აქვს წვეთის შეკავების რეჟიმი, არ წვეთავს მომზადების შემდგომ და ინარჩუნებს სისუფთავეს. მოხსნადი ნაწილების რეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.