თბილისში მიწოდება მომდევნო სამუშაო დღეს
BOSCH არის გერმანული საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით. 130 წელზე მეტია, BOSCH ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, გამოირჩევა გამძლეობით, ინოვაციურობითა და სანდოობით. ბრენდის ერთგულება ხარისხისადმი მას მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არჩევნად აქცევს.
BOSCH DFT63CA50Q არის კომპაქტური და ეფექტური ჩასაშენებელი გამწოვი, რომელიც იდეალურად ინტეგრირდება თქვენი სამზარეულოს დიზაინში. მისი 360 მ³/სთ წარმადობა უზრუნველყოფს ჰაერის სწრაფ და ეფექტურ გაწმენდას არასასიამოვნო სუნისა და ორთქლისგან. თუ გიყვართ კერძების მომზადება, მაგრამ არ გსურთ, რომ სუნი მთელ სახლში გავრცელდეს, ეს გამწოვი თქვენი საუკეთესო დამხმარე გახდება. მისი მეშვეობით სამზარეულო ყოველთვის სუფთა და სასიამოვნო სივრცედ დარჩება.
გამწოვი აღჭურვილია ენერგოეფექტური LED განათებით, რომელიც კარგად ანათებს ქურის ზედაპირს და ამავდროულად, ზოგავს ელექტროენერგიას. სლაიდერული მართვის პანელი კი მარტივს და მოსახერხებელს ხდის სიჩქარეების რეგულირებას. BOSCH-ის ტექნიკა შექმნილია თქვენი კომფორტისთვის.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.