თბილისში მიწოდება 3 საათში
იწარმოება სპეციალურად მოყვანილი და შერჩეული ვაშლის წვენის დადუღებისგან მიღებული სიდრის დისტილაციით. სიდრის წარმოებისთვის გამოიყენება არანაკლებ ხუთი ჯიშის რჩეული ვაშლი, რომლებიც თავისი გემოვნური თვისებებით გამოირჩევიან სიტკბოთი, სიმჟავით და არომატით. ვაშლის რჩეული ნაყოფები იწნეხება, მიღებული წვენის დუღილის შედეგად მიღებული მშრალი სიდრი სპილენძის ქვაბში, ორთქლით, ბრენდად იხდება და ძველდება. ჩვეულებრივ დაძველება მიმდინარეობს რამოდენიმე თვე. რაც უფრო დიდი ხნით ხდება ბრენდის დაძველება, მით მეტად რბილი სასმელი მიიღება. წარმოებისთვის გამოყენებულია ძველი ქართული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაცია, რაც იწვევს სასმელის უნიკალურობას. ფერი გამჭირვალე, ბუკეტი პიკანტური გამოირჩევა ახალი ვაშლის ბუნებრივი და გამორჩეული არომატით.
ბენჟის ისტორია წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა დაემზადებინათ საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი. ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება - ეს მათი მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება. მათ ესმით, რომ გზა იდეალურობისკენ ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის, ამიტომაც თავი მიუძღვნეს ალკოჰოლის გამოხდის პროცესს: პროფესიონალ ტექნოლოგებთან ერთად, ქარხანა აღჭურვეს თანამდეროვე, ევროპული დანადგარებითა და ფილტრებით, რათა მიეღოთ მხოლოდ რჩეული, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი. ეძებონ ინოვაციები და ისწავლონ შეცდომებზე - ეს მათი გამოწვევაა და ეს არის სწორედ ის, რაც ხდის მათ პროდუქტებს დიდებულს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.