კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Amvilab ბიუთი მულტივიტი, 30 ცალიAmvilab ბიუთი მულტივიტი, 30 ცალი
Amvilab ბიუთი მულტივიტი, 30 ცალი

უფასო მიწოდება

57.85
Amvilab ბიუთი მულტივიტი, 30 ცალი  amvilab biuti mulTiviTi, 30 cali - ვარიაცია 1 Amvilab ბიუთი მულტივიტი, 30 ცალი  amvilab biuti mulTiviTi, 30 cali - ვარიაცია 1

Amvilab ბიუთი მულტივიტი, 30 ცალი

ID: 092617993882

Amvilab

 

Amvilab ბიუთი მულტივიტი

 

ბუნებრივი სილამაზის ფორმულა

 

ხელს უწყობს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებას

 

უზრუნველყოფს კანქვეშა ცხიმის სინთეზსს, კანის & თმის ცხიმიანობის დაბალანსებასა & დარეგულირებას

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა & თმის ფოლიკულის განვითარებისათვის

 

აღადგენს & აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას & ხელს უწყობს ზრდის პროცესს

 

30 საღეჭი ტაბლეტი

57.85

უფასო მიწოდება3 სთ-ში

შემადგენლობა :

ბიოტინი - 2500 მკგ.

ჰიდროლიზირებული კოლაგენი - 200 მგ.

ვიტამინი C - 50 მგ.

ვიტამინი E - 5 მგ.

თუთია - 5 მგ.

მიღება და დოზირება:

2 საღეჭი მარმელადი დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 2 - 3 თვე

Amvilab ბიუთი მულტივიტი

ინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენის, კანის სიმშრალის, მომატებული ცხიმიანობის, ელასტიურობის დაქვეითების, ნაოჭების და მათი წარმოქმნის პრევენციის, ეგზემის, ატოპიური დერმატიტის, როზაცეის, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანებაის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, მას  ,,H’’ და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ.  ბიოტინი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ფერმენტთა კომპლექსების ფორმირებაში, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას, აუცილებელია C ვიტამინის ათვისებისათვის.

ბიოტინის დეფიციტის დროს ვითარდება სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები, სებორეა, ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე, თმის გათხელება, ცვენა, ხშირ შემთხვევაში ჩნდება ქერტლი, კანი ხდება ფერმკრთალი, თმა და ფრჩხილები ხდება მტვრევადი და უფერული, კარგავს სილამაზეს და ბზინვარებას.

მასში შემავალი კოლაგენი  არის ბოჭკოვანი ცილა, რომელსაც შეიცავს შემაერთებელი ქსოვილი. კოლაგენი არის მყესებში, იოგებში, ძვლებში, კუნთებში, სისხლძარღვებში, კანში. კოლაგენი კანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიურობას, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებასა და აღდგენაში, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას, აღადგენს ტენიანობას. კოლაგენის გამომუშავება მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, ამის გამომხატველი ნიშნებია ნაადრევი ნაოჭები, გამომშრალი სახის კანი, მოშვებული არაელასტიური კანი, სახსრების ტკივილი და სხ.  კოლაგენი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი თმის და ფრჩხილების შენარჩუნებაში.

ვიტამინი  C  ძლიერი ანტიოქსიდანტია, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, აუმჯობესებს   სისხლის ნაკადის, მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდებას თმის ფოლიკულებში, შესაბამისად ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს და ახდენს თმის ცვენის პროფილაქტიკას. მისი ნაკლებობისას კანი ბერდება, კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები. 

ვიტამინი  E  მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებისათვის.

თუთია მონაწილეობს კანის, თმის, ფრჩხილის, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებაში, ასტიმულირებს  კოლაგენის, ელასტინის სინთეზს, უჯრედების ჰიდრატაციას და რეგენერაციას, ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს. თუთია ეფექტურია აკნეს, გამონაყარის, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ.  

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაცია

  • ბრენდიAmvilab


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.