კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილშიშეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში
შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში

უფასო მიწოდება

22.7034.95-35%
შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში

ID: 9789941494598
შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში  shegherebul qalishvilta chrdilshiშეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში  shegherebul qalishvilta chrdilshi

მთარგმნელი: დალი იაშვილი

გამოცემის წელი: 2022

გვერდების რაოდენობა: 696

ISBN: 9789941494598

გამომცემლობა: არტანუჯი

22.7034.95-35%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

სოდომი და გომორი-35%
ანოტაცია

„შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მარსელ პრუსტის (1871-1922) შვიდწიგნიანი ცილკის „დაკარგული დროის ძიებაში“  მეორე ტომია. რომანი, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, ნაცვლად 1914 წლისა, პირველად 1919 წელს გამოქვეყნდა. იმავე წელს მიენიჭა გონკურის პრემია.
 
„შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ მთხრობლის მოზარდობის გამოცდილებაა აღწერილი. რომანი ორი ნაწილისგან შედგება: „ქალბატონი სვანის გარემო“ და „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“. პირველ ნაწილში მთხრობელი თავის პარიზულ ურთიერთობებზე, ბატონ დე ნორპუასა და ბატონ ბერგოტთან ნაცნობობაზე, მშობლებთან დამოკიდებულებასა და ჟილბერტის მიმართ სიყვარულზე გვიყვება. ამ ურთიერთობებზე, სიყვარულის სხვადასხვა ფორმაზე რეფლექსიით მთხრობელი საკუთარ თავს შეიმეცნებს, აკვირდება თავის შეგრძნებებსა და ასოციაციებს.
 
მეორე ნაწილში – „ქვეყნის მხარეთა სახელები: მხარე“ – მთხრობელი ბებიასთან ერთად ჩადის ბალბეკში, ზღვისპირა კურორტზე, სადაც მან ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა. სწორედ აქ გაიცნობს ალბერტინს, რომელიც შეუყვარდება. ამავე წიგნში პირველად გამოჩნდებიან ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟები, როგორებიც არიან სენ-ლუ და ბარონი დე შარლიუ.
 
ამ რომანში მკითხველი მთხრობელთან ერთად საკუთარი მეხსიერებისა და შეგრძნებების არქეოლოგი ხდება, ცდილობს, ინტუიტიურად ჩასწვდეს რეალობას და მოიხელთოს ზღვარი ნამდვილად არსებულსა და წარმოსახულს შორის, გასცეს პასუხი კითხვაზე – ვინ გვიყვარდება ხოლმე? ჩვენ წინაშე არსებული ადამიანი თუ ჩვენივე წარმოდგენა მასზე? პასუხების ძიებაში დრო მნიშვნელობას კარგავს და, პრუსტის სიტყვებითვე, ელასტიკური ხდება, რომელიც ჩვენი გრძნობებისა და სხვაში აღძრული განცდების მიხედვით იცვლის ფორმას.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი მარსელ პრუსტი
  • მთარგმნელი დალი იაშვილი
  • გამომცემლობა არტანუჯი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 696
  • ფორმატი 145 x 205 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2022
  • ორიგინალის ენა ფრანგული
  • ავტორის წარმომავლობა საფრანგეთი
  • მიმართულება კლასიკა


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.