კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
შენშენ
შენ

თბილისში მიწოდება 3 საათში

49.90
შენ  shen - ვარიაცია 1 შენ  shen - ვარიაცია 1

შენ

ID: 9789941856938

გამოცემის წელი: 2023

გვერდების რაოდენობა: 150

ISBN: 9789941856938

49.90

თბილისში მიწოდება 3 საათში
ID: 9789941856938

ანოტაცია

გიორგი დუნდუას ნამუშევრები თვალის პირველი შევლებისთანავე აუხსნელი მაგნიტიზმით გიზიდავს. აბსტრაქტული ნამუშევარი, თავისი არსით, ამოუწურავია. ის ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენის შესაძლებლობას გაძლევს. მხატვრის თვითგამოხატვის ფორმა საოცრად პოეტურია. მკითხველთან საურთიერთობოდ ის არაორდინალურ გზას ირჩევს: ქმნის ჩარჩოს მისი პოეტური სათაურებით და თავისუფლების უსაზღვრო სივრცეს ამ ჩარჩოს შიგნით. ასეთი ხერხის წყალობით კიდევ უფრო დიდი სიღრმით წარმოჩინდება ექსპრესია და იზრდება ფორმის უკან დამალული ფილოსოფიური საზრისის აღქმის შესაძლებლობა. 
ამ პუბლიკაციაში შესული ნამუშევრების დიდი ნაწილი განადგურდა მხატვრის სახლოსნოში გაჩენილი ხანძრის დროს 2023 წლის გაზაფხულზე.
ხანძარგამოვლილი ნამუშევრების გაცოცხლებით მხატვარი გამთლიანებისა და სილამაზის უკვდავყოფის
შესაშურ მაგალითს გვაძლევს. ეს კრებული ცოცხალი მანიფესტაციაა სიცოცხლის დანიშნულების: არსებულისა და აღარარსებულის შერწყმის იდეით ჩვენი მოგზაურობიდან მხატვარს ისეთ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ, სადაც წითელი მზეების გამარჯვება გარდაუვალია. ამ სულიერ სიმაღლეზე „გამოგონილ სიხარულს ფერადი დარდები“ აქვს. ამიტომ, აქ შეგიძლია „დათვალო შენი მოგონებები და სიმშვიდით დაიწყო ზმორება.“ აქ არავინ დაგიშლის, „წვიმიან სურვილებს თავზე ხელი გადაუსვა“ და „ნიჟარაში ჩატეული ამბავი მოყვე.“ აქ შეგიძლია მშვიდად ისმინო „სამუდამო მგზავრის ნაბიჯების ხმა.“ ამ სულიერ სიმაღლეზე განცდილი დანაკარგით გამოწვეული მრისხანება ფერების მსგავსად გრადაციას განიცდის და, საბოლოოდ, საკუთარი სისავსის, სამყაროსთან უწყვეტი კავშირისა და საკუთარი სიმართლის აღმოჩენის შესაძლებლობას ქმნის. აქ ზუსტად იცი, როგორი ხარ სინამდვილეში. აქედან „ჩამოხვალ ყველა ფსონს, როცა გიყვარს.“ 
ქეთევან ირემაშვილი

ავტორის შესახებ

დაიბადა 03.11.1977 თბილისში, საქართველო, დაოჯახებული, ყავს მეუღლე და ორი შვილი. 1992 - 1994 მ.თოიძის სახ. სამხატვრო ლიცეუმი. 1994 - 2000 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 
2000 - 2002 ფოტოგრაფი სხვადასხვა ჟურნალ გაზეთების. 2002 წლიდან ფრილანსერი მხატვარი და ფოტოგრაფი გერმანიასა და საქართველოში. 
 

დამატებითი მახასიათებლები

დამატებითი ინფორმაცია

  • ავტორიგიორგი დუნდუა
  • ენაქართული, ინგლისური
  • გვერდების რაოდენობა150
  • ფორმატი220 x 300
  • ყდარბილი
  • გამოცემის წელი2023
  • ორიგინალის ენაქართული, ინგლისური
  • ავტორის წარმომავლობასაქართველო


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.