თბილისში მიწოდება 3 საათში
ყავის აპარატი Meama Versatile გთავაზობთ ყავის და ჩაის სწრაფ და მარტივ მომზადებას. აპარატს აქვს 1.3 ლ მოცულობის წყლის ავზი და თავსებადია ყავის კაფსულების ორნაირ ფორმატთან. Meama Versatile-ს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს სწორედ ამ უნიკალური ფუნქციის გამო. შეგიძლიათ მოამზადოთ ყავა ან ჩაი როგორც ევროპული ფორმატის კაფსულიდან, ასევე მულტი კაფსულებიდან.
მოწყობილობაზე მოცემულია 7 ღილაკი, აქედან 2 წყლის მოცულობის ასარჩევადაა, დანარჩენი 5 კი რეჟიმის ასარჩევად. ყავის აპარატს აქვს შემდეგი რეჟიმები; ესპრესო/ლუნგო, გაფილტრული ყავა/ჩაი, ინტენსიური ყავა/ჩაი, სხვა ცხელი სასმელების და სხვა ცივი სასმელების ჩამოსხმის ფუნქცია.
Meama Versatile გამოირჩევა დიზაინითაც. აპარატი დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასასგან. 2024 წელს სასმლის კაფსულების აპარატი დასახელდა საუკეთესო დიზაინის მქონე პროდუქტად საერთაშორისო კონურს "Red Dot Awards"-ზე.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.