თბილისში მიწოდება 3 საათში

გამოშვების წელი: 2021
გვერდების რაოდენობა: 256
ISBN: 9789941494086
გამომცემლობა: არტანუჯი
ყდა: მაგარი
ფორმატი: 240 x 295 მმ
რაც დრო გადის, ქუჩის ხელოვნება („სტრიტარტი“) სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. თბილისის ქუჩებში მომრავლდა ნამუშევრები და ზოგი მათგანი სრულიად დამახასიათებელი გახდა ქალაქისთვის. თუმცა ხელოვნების ამ საინტერესო მიმდინარეობის შესახებ ჩვენში დღემდე არ გამოცემულა ცალკე ალბომი. ეს პირველი მცდელობაა. საქართველოში დროდადრო ტარდება სხვადასხვა ფესტივალები, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები უამრავ საინტერესო ნამუშევარს ქმნიან ურბანულ სივრცეში. ხშირად სტრიტარტს კომერციული თვალსაზრისით იყენებენ. პროფესიონალი, დამწყები თუ მოყვარული არტისტებისთვის ქუჩის მხატვრობა თვითგამოხატვის საშუალებად იქცა. არცთუ იშვიათად ნამუშევრები სოციალურ და პოლიტიკურ მესიჯს ატარებს. მხატვრები ცდილობენ ქალაქი უფრო ფერადი, ცოცხალი, ინტერაქციული გახადონ. სტრიტარტისტებისთვის ეს ხელოვნებისა და საზოგადოების კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებაა და ამ ურთიერთობას ხელს ვერაფერი შეუშლის – გადაღებილი კედლები კვლავ მოიხატება! სტრიტარტ ნამუშევრები ხშირად ქრება ქალაქის ქუჩებიდან, ზოგჯერ შესრულებიდან რამდენიმე საათშიც კი. არტისტების სურვილით მოხატული კედლები ხან ქალაქის მმართველების ყურადღებას იქცევს, ხანაც მოქალაქეებისთვისაა მიუღებელი. არტისტები ხანდახან მალულად მუშაობენ. ზოგჯერ კედლის მხატვრობის შესასრულებლად მერიის ნებართვა აქვთ, ხან კი თავისი ნებითა და სურვილით ირჩევენ უმეტყველო, ნაცრისფერ კედლებს და აცოცხლებენ მათ. ამ ალბომში თავი მოვუყარეთ უკანასკნელ წლებში თბილისის ქუჩებში შესრულებულ გარკვეული რაოდენობის ნამუშევრებს. ზოგი მათგანი ჯერაც არსებობს, ზოგი დაზიანებულია, ნაწილი კი უკვე გამქრალია. მართალია, ალბომში შესულია თანამედროვე თბილისური სტრიტ არტის არაერთი გამორჩეული ნიმუში, თუმცა მაინც გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ გამოცემა თავს უყრის ბოლო პერიოდის თბილისის ქუჩის ხელოვნების ყველა საუკეთესო ნიმუშს. არსებული სურათის მუდმივი ცვალებადობის გამო ამგვარი მიზნის მიღწევა რთულიც იქნებოდა და შედეგი – პირობითიც. მეორე მხრივ, მთელი თბილისის მასშტაბით გაბნეული ნიმუშების მოძიება, ფიქსაცია და ერთგვარი კატალოგიზება სცდება ჩვენი პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებს. ეს ალბომი ერთგარი ქალაქური მატიანეა, რომელიც მომავალ თაობებს დასაღუპად განწირულ კონკრეტულ ნიმუშებსაც უნახავს და ქუჩის ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებსაც ასახავს. სწორედ ამიტომაა, რომ წიგნში განსხვავებული ჟანრით შესრულებულ, სხვადასხვა მასშტაბისა და მხატვრული ღირებულებების ნიმუშებს შეხვდებით. ალბომში გამოყენებულია ზურაბ ცერცვაძისა, ავტორთა და Tbilisi Mural fest-ის ფოტოები. ალბომი გამოიცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.