კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენიქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი

უფასო მიწოდება

24.95
ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი

ID: 9789941316975
ქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი  qvis sizmrebi. grandiozuli sacobi. iemeniქვის სიზმრები. გრანდიოზული საცობი. იემენი  qvis sizmrebi. grandiozuli sacobi. iemeni

გამოცემის წელი: 2023

გვერდების რაოდენობა: 306

ISBN: 9789941316975

გამომცემლობა: ინტელექტი

24.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში
ანოტაცია

რომანის „ქვის სიზმრები“ გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 75 წლის მწერალს, აქრამ აილისლის, „სახალხო მწერლის“ წოდება ჩამოერთვა და მოეხსნა სახელმწიფო პენსია, რამაც 2013 წელს ბიძგი მისცა მწერლის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ კამპანიას.

 

აზერბაიჯანის ქალაქებში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აზერბაიჯანელი მწერლისა და მოქალაქის წიგნებს მასობრივად წვავდნენ, სახელმწიფო მედიასაშუალებებმა აილისლის მიმართ აგრესიული, ცილისმწამებლური, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროპაგანდა აწარმოეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს მწერლის მეუღლე და ვაჟი, პარტია „ახალი მუსავატის“ თავმჯდომარემ კი ფულადი ჯილდო დააწესა მწერლის ყურის მოჭრისთვის.

 

მწერლის ნაწარმოებები ამოიღეს სასკოლო პროგრამებიდან, თეატრებმა კი მისი წიგნების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მოხსნეს რეპერტუარიდან. საეჭვოდ გამოაცხადეს ყველა, ვინც აილისლის უჭერდა მხარს, კავკასიის მუსლიმთა მმართველმა მას რწმენისგან გამდგარი უწოდა. არაერთხელ დააკავეს და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბოლოოდ, მწერალს ბაქოს დატოვება აეკრძალა.

 

2019 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომანის ინგლისურ ენაზე გამოცემამ მწერალს კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მას სინდისის ხმა და იმ პრობლემების გამხმოვანებელი უწოდეს, რომლებსაც აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის გზაზე, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში წააწყდა.

 

აქრამ აილისლი არის მწერალი, რომელმაც შეძლო უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება... „ქვის სიზმრები“ კი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რომელმაც მწერლის შემოქმედების მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა აავსო: ბაქოში, განჯაში, მის მშობლიურ სოფელში, მოეწყო დემონსტრაციები, რომლებზეც გმობდნენ მწერალს, აუკრძალეს მას იქ ჩასვლა, წვავდნენ მის პორტრეტებსა და წიგნებს, დედაქალაქში, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან განუწყვეტლივ თავმოყრილები იმუქრებოდნენ და სკანდირებდნენ: „სიკვდილი აქრამ აილისლის!“, „მოღალატე!“, „აილისლი – სომეხი!“... 

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი აქრამ აილისლი
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 306
  • ფორმატი 140 x 200 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2023
  • ორიგინალის ენა აზერბაიჯანული
  • ავტორის წარმომავლობა აზერბაიჯანი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.