Free delivery
რომანის „ქვის სიზმრები“ გამოქვეყნების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, 75 წლის მწერალს, აქრამ აილისლის, „სახალხო მწერლის“ წოდება ჩამოერთვა და მოეხსნა სახელმწიფო პენსია, რამაც 2013 წელს ბიძგი მისცა მწერლის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ კამპანიას.
აზერბაიჯანის ქალაქებში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აზერბაიჯანელი მწერლისა და მოქალაქის წიგნებს მასობრივად წვავდნენ, სახელმწიფო მედიასაშუალებებმა აილისლის მიმართ აგრესიული, ცილისმწამებლური, ღირსებისა და პატივის შემლახავი პროპაგანდა აწარმოეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს მწერლის მეუღლე და ვაჟი, პარტია „ახალი მუსავატის“ თავმჯდომარემ კი ფულადი ჯილდო დააწესა მწერლის ყურის მოჭრისთვის.
მწერლის ნაწარმოებები ამოიღეს სასკოლო პროგრამებიდან, თეატრებმა კი მისი წიგნების მიხედვით დადგმული სპექტაკლები მოხსნეს რეპერტუარიდან. საეჭვოდ გამოაცხადეს ყველა, ვინც აილისლის უჭერდა მხარს, კავკასიის მუსლიმთა მმართველმა მას რწმენისგან გამდგარი უწოდა. არაერთხელ დააკავეს და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბოლოოდ, მწერალს ბაქოს დატოვება აეკრძალა.
2019 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომანის ინგლისურ ენაზე გამოცემამ მწერალს კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მას სინდისის ხმა და იმ პრობლემების გამხმოვანებელი უწოდეს, რომლებსაც აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის გზაზე, უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში წააწყდა.
აქრამ აილისლი არის მწერალი, რომელმაც შეძლო უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება... „ქვის სიზმრები“ კი აღმოჩნდა ბოლო წვეთი, რომელმაც მწერლის შემოქმედების მოწინააღმდეგეთა მოთმინების ფიალა აავსო: ბაქოში, განჯაში, მის მშობლიურ სოფელში, მოეწყო დემონსტრაციები, რომლებზეც გმობდნენ მწერალს, აუკრძალეს მას იქ ჩასვლა, წვავდნენ მის პორტრეტებსა და წიგნებს, დედაქალაქში, მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან განუწყვეტლივ თავმოყრილები იმუქრებოდნენ და სკანდირებდნენ: „სიკვდილი აქრამ აილისლის!“, „მოღალატე!“, „აილისლი – სომეხი!“...
Here's a simple guide on how to purchase our fantastic product:
For businesses, payment is possible through both card and bank transfer, based on the invoice.
When you place your order, we want to make sure it reaches you in the most convenient way possible. Here's how it works:
Once you've completed your order, we'll send you all the important details via email to the address you provided during the order confirmation process. If you prefer, we can also send you a text message to your phone number. We've got you covered!
Our amazing courier team will swing into action and deliver your products right to your doorstep. If you placed your order before 21:30, you can expect same-day delivery within a maximum of 3 hours. Talk about speedy service!
If you made your purchase after 21:30, don't worry. We'll deliver your products the next day, at a time that suits your schedule. Your convenience is our priority!
Need to keep an eye on your delivery? No problem! You can easily track your courier's location in real-time as they bring your order to you. It's like having a personal GPS for your products.
For our valued customers in remote regions, please note that delivery may take slightly longer. Typically, orders placed from these areas are delivered within three to five business days. Your patience is greatly appreciated!