კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ქვაბული / ჯანი / ჩევენგურიქვაბული / ჯანი / ჩევენგური
ქვაბული / ჯანი / ჩევენგური

უფასო მიწოდება

29.90
ქვაბული / ჯანი / ჩევენგური
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

ქვაბული / ჯანი / ჩევენგური

ID: 9789941476228
ქვაბული / ჯანი / ჩევენგური  qvabuli / jani / chevenguriქვაბული / ჯანი / ჩევენგური  qvabuli / jani / chevenguri

მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია, ნატო გორდელაძე

გამოცემის წელი: 2018

გვერდების რაოდენობა: 816

ISBN: 9789941476228

გამომცემლობა: ინტელექტი

29.90

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

4 ტრაგედია
ჩაკლული სული
ექიმი ჟივაგო
ანოტაცია

იოსიფ ბროდსკიმ იგი დოსტოევსკის შეადარა და ჯოისის, მუზილისა და კაფკას გვერდით დააყენა, მეორე მხრივ, იგი აშკარად იმსახურებს ადგილს ბეკეტისა და იონესკოს გვერდითაც. პლატონოვის გენია სტალინმაც კი დაინახა და დაწერა: „ნიჭიერი მწერალია, მაგრამ გარეწარი“; პლატონოვის გენიალური ქმნილებები „ჩევენგური“, „ქვაბული“ და „ჯანი“ თავისთავად ქმნიან ტრილოგიას, თუმცა ავტორს ისინი ასე არ გაუერთიანებია; პირველი უტოპიაა, მეორე – ანტიუტოპია, ხოლო მესამე „რწმენის გამოცდის“ ფეერია. „ჩევენგური“ პლატონოვის ერთადერთი დასრულებული რომანია. მწერალი მის სრულად გამოქვეყნებას ვერ ეღირსა, რადგან ფაქტობრივად 80-იანი წლებამდე რუსეთში აკრძალულ და მიუღებელ ავტორად იყო გამოცხადებული. 1972 წელს გამოცემულმა „ჩევენგურის“ იტალიური თარგმანმა პიერ პაოლო პაზოლინის აღფრთოვანება გამოიწვია. ამ წიგნში მთავარი გმირი, ალექსანდ დვანოვი „მოსახლეობის თვითშემოქმედებაში კომუნიზმის საძებნელად“ გაემართა და რევოლუციის მოგზაურ რაინდ დონ კიხოტად იქცა, ხოლო მის დულსინეა ტობოსელად როზა ლუქსემბურგი მოგვევლინა. „ქვაბული“ ერთდროულად დისტოპიაცაა, სოციალური იგავიც, ფილოსოფიური გროტესკიც და პირველი ხუთწლედის პერიოდის საბჭოთა კავშირის სასტიკი სატირაც. „საერთოპროლეტარული სახლის“ მშენებლობა, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური ქალაქის პირველი აგური გახდეს, მთავრდება მომავალი სახლის ფუნდამენტის ქვაბულის მშენებლობით, საქმე უფრო შორს ვერ მიდის და მშენებლები ხვდებიან, რომ ვერაფერ ახალს ვერ შექმნიან განადგურებული ძველის ადგილზე. „ჯანის“ სიუჟეტს ბევრი მკვლევარი „კაცობრიობის გადარჩენის სიუჟეტად"" ნათლავს, რომლის ცენტრშიც მთავარი გმირი, ნაზარ ჩაგატაევი დგას. იგი ერთდროულად ატარებს ესქილეს პრომეთევსისა და ბიბლიური მოსეს ნიშნებს. პირველმა ადამიანებს ცეცხლი და დამწერლობა მოუტანა, მეორემ კი თავისი ხალხი უდაბნოდან გამოიყვანა და „მკვდარი უდაბნო სამოთხედ აქცია"". ახალი მოსე ცდილობს ხალხს რწმენის კიდევ ერთი აღთქმა მისცეს.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ანდრეი პლატონოვი
  • მთარგმნელი გივი კიკილაშვილი
  • რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, ნატო გორდელაძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 816
  • ფორმატი 148 x 210 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2018
  • ორიგინალის ენა რუსული
  • სერია აკრძალული წიგნების თარო
  • ავტორის წარმომავლობა რუსეთი
  • მიმართულება კლასიკა


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.