კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
4 ტრაგედია4 ტრაგედია
4 ტრაგედია

უფასო მიწოდება

18.95
4 ტრაგედია
bmcbasmcbmasbcmabcmabcm

4 ტრაგედია

ID: 9789941311949
4 ტრაგედია  4 Tragedia4 ტრაგედია  4 Tragedia

მთარგმნელი: ლევან ბერძენიშვილი

რედაქტორი: ნატო გორდელაძე

ნომინაციები: საბა

გამოცემის წელი: 2020

გვერდების რაოდენობა: 314

ISBN: 9789941311949

გამომცემლობა: ინტელექტი

18.95

უფასო მიწოდება3 სთ-ში

მსგავსი პროდუქტები

ანოტაცია

ევრიპიდე (დაახლ. ძვ. წ. 480-406 წწ.) კლასიკური ხანის ათენის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკოსია. ესქილესა და სოფოკლესთან ერთად იგი წარმოადგენს ბერძნული თეატრის მთავარ სიამაყეს. ევრიპიდეს სახელი დაკავშირებულია თეატრალურ ინოვაციებთან, რომლებმაც უღრმესი გავლენა მოახდინეს დრამაზე და ეს გავლენა დღემდე გრძელდება. მისი მთავარი თავისებურება ის იყო, რომ მან ტრადიციული მითოსური გმირები უჩვეულო გარემოებებში მოხვედრილ ჩვეულებრივ ადამიანებად წარმოადგინა. ამ ახალმა მიდგომამ მიიყვანა იგი ნოვატორულ აღმოჩენებამდე, რომლებიც უფრო გვიანი ხანის ავტორებმა კომედიას მიუსადაგეს, ხოლო ზოგიერთმა აღმოჩენამ რომანის ჟანრს დაუდო საფუძველი. მიუხედავად ამისა, არისტოტელემ იგი დაახასიათა, როგორც „პოეტთაგან ყველაზე უფრო ტრაგიკული“, რადგან მან თავისი ყურადღება გაამახვილა თავისი პერსონაჟების შინაგან ცხოვრებასა და მოტივებზე, რაც მანამდე არავის არ გაუკეთებია. სწორედ ევრიპიდეა ის წყარო, რომლისგანაც სათავეს იღებს შექსპირიც, რასინიც, იბსენიც და სტრინბერგიც; მან შექმნა უმაღლესი დონის ტრაგედიები, რომელშიც კაცები და ქალები ერთმანეთს უკიდეგანო სიყვარულისა და დაუოკებელი სიძულვილის ძალით ანადგურებენ; ამავე დროს, ის იყო ლიტერატურული წინაპარი ისეთი განსხვავებული კომედიოგრაფოსებისა, როგორებიც იყვნენ მენანდროსი და ბერნარდ შოუ. მოცემულ წიგნში წარმოდგენილია ევრიპიდეს ოთხი ტრაგედია: „ალკესტისი“ (ევრიპიდეს პირველი პიესა), „ელექტრა“, „იფიგენია ტავროსელებში“ და „იფიგენია ავლისში“ (უკანასკნელი პიესა). მართალია, ევრიპიდეს ტრაგედიები ანტიკურობაში აკრძალული არ ყოფილა, მაგრამ მათი სტატუსი ყველაზე მეტად სწორედ აკრძალულს ჰგავდა: დიახ, ევრიპიდე ათენელებს არ აუკრძალავთ, იგი, უბრალოდ, არ მოსწონდათ და ხაზგასმით არ უყვარდათ. სრულიად უცხოდ, ზედმეტად თავისნათქვამად და საკუთარ თავზე შეყვარებულ ინტელექტუალად, „არახალხურ“ შემოქმედად მიაჩნდათ. ბოლოს და ბოლოს, ეს უსიყვარულობა ორმხრივი გახდა და ათენელთაგან მიუღებლობის გამო გაწამებულმა ევრიპიდემ სამშობლო დატოვა და თავისი სამარე უცხოეთს აჩუქა. ათენელებს ესეც ეწყინათ. ათენელთა წყენა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, მათ რომ სცოდნოდათ, ისტორია როგორ მოიქცეოდა: ბედის ირონიით, არა ათენელთა სათაყვანებელი ესქილე და სიკვდილის შემდეგ გაღმერთებული სოფოკლე, არამედ ბევრის მიერ საძულველი და კომედიოგრაფოსთა საქილიკო ევრიპიდე გახდა ევროპაში ათენური თეატრის მთავარი წარმომადგენელი, სწორედ მისგან გაიდო ეპოქათშორისი ხიდი რომისა და სენეკას გავლით ბერძნული ტრაგედიიდან რასინისა და შექსპირის შედევრებისაკენ. ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია
  • ავტორი ევრიპიდე
  • მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი
  • რედაქტორი ნატო გორდელაძე
  • გამომცემლობა ინტელექტი
  • ენა ქართული
  • გვერდების რაოდენობა 314
  • ფორმატი 145 x 205 მმ
  • ყდა რბილი
  • გამოცემის წელი 2020
  • ორიგინალის ენა ძველი ბერძნული
  • სერია აკრძალული წიგნების თარო
  • ნომინაციები საბა
  • ავტორის წარმომავლობა საბერძნეთი
  • მიმართულება კლასიკა


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.