ძებნის ისტორია ცარიელია
უფასო მიწოდება
Pro-Ject E1 Phono ფირსაკრავი არის სრულად ავტომატური, ანუ თავად ასრულებს ყველა ოპერაციას და არეგულირებს ოპტიმალური ხმის ტონალობასა და ტემპს. Pro-Ject E1 Phono ფირსაკრავს აქვს 33/45 rpm სტანდარტული სიჩქარეების მხარდაჭერა და დინამიური, დაბალანსებული სტილუსი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და მკაფიო ხმას.
Pro-Ject E1 Phono-ს ჩაშენებული აქვს ფონო პრეამპლიფაირი და შესაძლებელია ფირსაკრავის დაკავშირება სხვა აუდიო სისტემებთან. ფირსაკრავი გაწყობილია ძალიან მაღალი ხარისხის კარტრიჯით და მყარი დაფით, რომლის სტრუქტურაც მინიმალურ რეზონანს და კრისტალურად სუფთა ხმას უზრუნველყოფს.
ფირსაკრავის დიზაინი დახვეწილი და ესთეტიურია. აქვს მაღალი ხარისხის მასალებისგან დამზადებული კორპუსი და ძრავi, რაც ხარისხის და გამძლეობის გარანტიაა.
კომპლექტაციაშია: უნივერსალური კვების წყარო, RCA კაბელი, მტვრისგან დასაცავი საფარი.